სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საკუთრების უფლების ხელყოფა საქართველოში

2007-12-11 20:00
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში საიამ გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე „საკუთრების უფლება საქართველოში“.

შეხევრდაზე განსახილველად იქნა წარმოდგენილი საიას მიერ მომზადებული ანგარიში, რომელშიც მიმოხილულია საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები და დღეს მოქმედი კანონმდებლობის კრიტიკული ანალიზი.

ასევე განხილულია საკუთრების უფლების ხელყოფის კონკრეტული მაგალითები, რომლებზეც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატები მუშაობენ.

პრეზენტაცისს შემდეგ აღნიშნულ საკითხზე გაიმართა დისკუსია.