სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი მოსაზრებები ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით

2023-07-31 16:21
Featured image

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 1 2023 წლის 31 ივლისს წერილობითი მოსაზრებები გაუგზავნეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს იმ აქტივობებთან დაკავშირებით, რომლებიც მიზანშეწონილია ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის.

თუმცა, ცხადია, აღნიშნული მოსაზრებები დარჩება მხოლოდ ფაკულტატური ბუნების მქონე დოკუმენტად თუკი სახელმწიფოს მხრიდან არ გადაიდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის (2022-2030 წლებისთვის) აღსრულების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჯეროვანი ჩართულობისთვის.

ამასთან, გარდა დოკუმენტში ადამიანის უფლებათა საკითხებზე წარმოდგენილი მოსაზრებებისა, მიგვაჩნია, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელმწიფომ შეასრულოს ევროკომისიის 12-ვე პირობა, მათ შორის, ჩართოს სამოქალაქო საზოგადოება გადაწყვეტილებების მიღებაში ყველა დონეზე და უზრუნველყოს ინკლუზიური პროცესი სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად.

მოსაზრებები იხ. თანდართულ დოკუმენტში:

https://gyla.ge/files/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98.pdf


1 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ● კანონის უზენაესობის ცენტრი ● უფლებები საქართველო ● პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ● ადამიანის უფლებათა ცენტრი ● ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო ● ღია სივრცე კავკასია (COS) ● დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრი ● თანასწორობის მოძრაობა ● ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) ● თანასწორობა 17 ● თბილისი პრაიდი ● ქვიარ ასოციაცია - თემიდა ● ასოციაცია ანიკა ● ასოციაცია ,,დეა" ● საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია ● თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისათვის ● ფსიქიატრიის სერვისის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი ● საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია ● კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ● სოლიდარობის თემი ● ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD) ● ა/ო „ვიმეგობროთ“ ●მოძრაობა „ინკლუზიური საზოგადოება საქართველო