სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაღმის აფეთქების შედეგად დაზარალებული პირის სასარგებლოდ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

2021-08-26 02:42
Featured image

2004 წლის 21 აგვისტოს დაზარალებული დასასვენებლად იმყოფებოდა აჭარის ტერიტორიაზე. ,,ვარდების რევოლუციის“ შემდგომ, 2004 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იმდროინდელი ხელისუფლების მეთაურის, ასლან აბაშიძის ბრძანებით, დაინაღმა აჭარის შესასვლელთან მდებარე ჩოლოქის ხიდი, ნაღმები ასევე განთავსდა აჭარის მთელ ტერიტორიაზე. ზღვისპირა ზოლზე მანქანით გავლისას, იგი აფეთქდა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე, რის შედეგადაც ჩაუტარდა ორივე ფეხის ამპუტაცია. 2005 წელს მანთბილისის საქალაქო სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა. დავა ამ დრომდე გრძელდებოდა სასამართლოში და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქის სასარგებლოდ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.

სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება იმ საფუძვლით მოხდა, რომ სახელმწიფო ფლობდა ინფორმაციას, ჩაქვის მიმდებარე ტერიტორიის დანაღმვის შესახებ, თუმცა არ იყო მიღებული პრევენციული ზომები ტერიტორიის დროული და სრული გაწმენდისთვის, რამაც დაზარალებული სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩააყენა.

აღნიშნულ საქმეზე ასევე გაიგზავნა ევროპულ სასამართლოში საჩივარი მომჩივანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევის გამო. 2014 წლის 21 ივლისს საქართველოს მთავრობამ წარადგინა ცალმხრივი დეკლარაცია, რომლითაც  კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა აღიარა ტერიტორიის განაღმვასთან დაკავშირებული პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

საია აღნიშნული პირის ინტერესებს იცავდა როგორც ეროვნულ, ისე - საერთაშორისო დონეზე.