სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

შეხვედრა პოლონურ და მოლდოვურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

2006-03-20 20:00
Featured image

დღეს, 21 მარტს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლები საკუთარ ოფისში პოლონურ და მოლდოვურ არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს შეხვდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მუშაობას გაეცნენ. არასამთავრობოები საქართველოში ოთხი დღე დარჩებიან და სამ სამუშაო ჯგუფში იმუშავებენ. ეს სამუშაო ჯგუფებია:

  •  სამოქალაქო მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  • მედიის როლი კორუფციასთან ბრძოლაში;
  • ადგილობრივი თვითმმართველობა.

დელეგაცია თბილისს გარდა, ბათუმსა და გორს ესტუმრება და  იმერეთის, აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და შიდა ქართლის ორმოცამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთან გამართავს შეხვედრას.