სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ტრენინგი ჟურნალისტებისთვის

2012-11-13 02:00
Featured image
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იწვევს ჟურნალისტებს ტრენინგზე:
 
"ადამიანის უფლებები"
 
ჩატარდება 2 იდენტური, ორდღიანი ტრენინგი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ჟურნალისტებისათვის. 
- პირველი ტრენინგი გათვალისწინებულია აღმოსავლეთ საქართველოს ჟურნალისტებისათვის და ჩატარდება 2012 წლის 1-2 დეკემბერს – ლოპოტას ტბაზე
 
- მეორე ტრენინგი გათვალისწინებულია დასავლეთ საქართველოს ჟურნალისტებისათვის და ჩატარდება – 2012 წლის 8-9 დეკემბერს – ბათუმში, შერატონი მეტეხი პალასში 
ტრენინგს ორგანიზებას უწევს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
ტრენინგის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) პროგრამის “ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას” (G-MEDIA) ფარგლებში.
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი თემები:
- ადამიანის უფლებათა და მათი დაცვის მექანიზმების ინტერაქტიული მიმოხილვა, ადამიანის ჯუფლებათა ევროპული კონვენციის ზოგადი მიმოხილვა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმარვის პროცედურები
- შესავალი ადამიანის უფლებათა თეორიაში
- გამოხატვის თავისუფლება ზოგადად და გამოხატვის თავისუფლება სასამართლოსთან მიმართებაში
- პირადი ცხოვრების დაცულობა VS გამოხატვის თავისუფლება; ჟურნალისტური წყაროების დაცვა, გამოხატვის თავისუფლება VS რელიგიის თავისუფლება; საქართველოს წინააღმდეგ საქმეები
- უფლება სამართლიან სასამართლო განხილვაზე
- პატიმრობის სტანდარტები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5.3 მუხლის მიხედვით
- საქართველოს წინააღმდეგ საქმეები მე-5 მუხლზე
- წამების აკრძალვა
- გამონაკლისები სიცოცხლის უფლებიდან
ტრენინგს წარუძღვებიან მაღალკვალიფიციური ექსპერტები ადამიანის უფლებათა საკითხებში.
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა:
- უნდა შეავსონ თანდართული “პროგრამის მონაწილის ანკეტა” 
- მიუთითონ ტრენინგის შესაბამისი თარიღი (აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოსათვის განკუთვნილი)
- მითითებული თარიღი და შევსებული ანკეტა გადმოაგზავნონ არაუგვიანეს ა/წ 22 ნოემბრის 18:00 საათისა, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: metreveli@gyla.ge მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია და პრეტენდენტები შეირჩევიან შევსებული კითხვარის განხილვის შედეგად. 
ტრენინგში მონაწილე ჟურნალისტებისათვის უზრუნველყოფილი იქნება მგზავრობის, ცხოვრებისა და კვების ხარჯების დაფარვა ორგანიზატორების მიერ. 
აღმოსავლეთ საქართველოს ჟუნალისტების საყურადღებოდ:
- გამგზავრება თბილისიდან ლოპოტაზე იგეგმება 30 ნოემბერს 15:00 სთ-ზე, ხოლო ლოპოტადან თბილისში დაბრუნება 2 დეკემბერს 17:00 სთ-ზე.
 
დასავლეთ საქართველოს ჟურალისტების საყურადღებოდ:
- ბათუმში, სასტუმროში განთავსება იგეგმება 7 დეკემბერს 15:00 სთ-დან, ხოლო ბათუმიდან გამომგზავრება - 9 დეკემბერს 17:00 სთ-ზე. 
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებზე გაიცემა სერტიფიკატები.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.
საკონტაქტო პირი: თამარ მეტრეველი, metreveli@gyla.ge 599 51 00 63