იურიდიული დახმარების შესახებ
ადამიანის უფლებების უმძიმესი კრიზისისა და შემზღუდველი საკანონმდებლო ჩარჩოს პირობებში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) დროებით აჩერებს იურიდიულ კონსულტაციებს სატელეფონო, ონლაინ და პირად ფორმატში.
საიას გუნდმა წლების განმავლობაში 1.3 მილიონზე მეტი უფასო იურიდიული დახმარება და კონსულტაცია გასწია, თუმცა არსებული გამოწვევების ფონზე ორგანიზაციას უწევს, გადავიდეს კრიზისულ სამუშაო რეჟიმზე და სამართლებრივი დახმარება დროებით გაგრძელდება მხოლოდ სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულებით.
განახლებული ინფორმაციისთვის გთხოვთ, თვალი ადევნოთ ჩვენს ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებს.