სიახლეები

საია აქვეყნებს ინფორმაციას 2026 წლის 16 - 20 თებერვლის კვირაში სასამართლო სხდომების შესახებ:
1. ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილი, ზურაბ ჭავჭანიძე, გიორგი რურუა, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, გიორგი ქორქია, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, ლაშა ივანაძე, ლევან ჯიქია, სულხან ტუღუში, ხვიჩა გოგოხია და რამაზ მამულაძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა. - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; მუხლი 225.2. - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
მოსამართლე: რომეო ტყეშელაშვილი.
თარიღი: 16 თებერვალი, 11:00.
2. ზვიად რატიანი
მსჯავრდებულია: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353.1. - პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით.
მოსამართლე: ნინო ჩახნაშვილი.
თარიღი: 16 თებერვალი, 13:00. (თბილისის სააპელაციო სასამართლო).
3. აბო ნავერიანი, ვახტანგ ფიცხელაური, გურიელ ქარდავა, ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, ნანა სანდერ, მამუკა ლაბუჩიძე, გიორგი მულაძე, მარიამ მეყანწიშვილი, ავთანდილ სურმანიძე, ანტონ უპერ და თემურ ქურციკიძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა. - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; მუხლი 225.2. - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
მოსამართლე: თამარ მჭედლიშვილი.
თარიღი: 17 თებერვალი, 12:00.
4. სიმონ მახარაძე, კახაბერ კვაჭანტირაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, იური ლომიძე, დავით გიუნაშვილი, გიორგი ტალახაძე, ბექა მაჭავარიანი, მანუჩარ მიქელაძე, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე და კობა ეპიტაშვილი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა. - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; მუხლი 225.2. - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
მოსამართლე: თამარ მახარობლიძე.
თარიღი: 18 თებერვალი, 11:00.
5. გიორგი მინდაძე
მსჯავრდებულია: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა.1. - პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე.
თარიღი: 18 თებერვალი, 17:00. (თბილისის სააპელაციო სასამართლო).
6. პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია, ირაკლი შაიშმელაშვილი და გური ჟვანია
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა. - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; მუხლი 225.1. - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა; მუხლი 225.2. - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა; მუხლი 317 - მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.
მოსამართლე: ირაკლი ხუსკივაძე.
თარიღი: 19 თებერვალი, 11:00.
7. თამარ ლორთქიფანიძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 126.1. - ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია; მუხლი 353 პრიმა. 1. - პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
მოსამართლე: რომეო ტყეშელაშვილი.
თარიღი: 19 თებერვალი, 11:00.
8. ვიტალი გუგუჩია
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 154 - ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა; მუხლი 126 - ძალადობა.
მოსამართლე: შოთა ბიჭია.
თარიღი: 19 თებერვალი, 15:00. (ზუგდიდის რაიონული სასამართლო).
9. გელა ხასაია და ვასილ ქერდიყოშვილი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 118.2. - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად.
მოსამართლე: ირაკლი ხუსკივაძე.
თარიღი: 19 თებერვალი, 17:00.
10. დავით ჟღენტი, ალექსანდრე გოგოლაძე, კახაბერ მჟავანაძე, ევა შაშიაშვილი, დავით სტურუა, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, კოსტანტინე კოკაია, გიორგი ჩახუნაშვილი, ზაქრო ალბუთაშვილი, ია დარახველიძე, დათო ღურწკაია, გენადი კელიხაშვილი, რამაზ ჯორბენაძე და ჯანდრი თირქია
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა. - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; მუხლი 225.2. - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
მოსამართლე: გიორგი გელაშვილი.
თარიღი: 20 თებერვალი, 11:00.
11. მურთაზ ზოდელავა და ლევან ხაბეიშვილი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 317 - მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ; მუხლი 339.2. - ქრთამის მიცემა ჩადენილი უკანონო ქმედების ჩასადენად; მუხლი 364.1. - სამართალწარმოების განხორციელებისთვის, გამოძიებისთვის ან დაცვის განხორციელებისთვის ხელის შეშლა.
მოსამართლე: ირაკლი ხუსკივაძე.
თარიღი: 20 თებერვალი, 11:30.
12. გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი
მსჯავრდებულია: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 182.2.ა.დ. და მუხლი 182.3.ბ. - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისება.
მოსამართლე: პაატა სილაგაძე, თეა ლეონიძე, დავით მამისეიშვილი.
თარიღი: 20 თებერვალი 12:00. (თბილისის სააპელაციო სასამართლო).
პროცესების თარიღების შესახებ ინფორმაცია განახლებადია ყოველდღიურად, და, შესაძლოა, დაგეგმილი პროცესი სხვადასხვა მიზეზით გადაიდოს.
გააზიარე: