სიახლეები

2025 წლის 2 სექტემბერს Amnesty International-მა (სართაშორისო ამინისტიამ) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსული კანონის საქმეზე (Georgian Young Lawyers’ Association and Others v. Georgia, app. no. 31069/24) წარადგინა მესამე მხარის წერილობითი პოზიცია (amicus curiae).
იმისათვის, რათა ხელისუფლებამ არ შეზღუდოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანების თავისუფლება, ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებმა ხელი უნდა შეუწყონ ამ შეზღუდვების ბორიტად გამოყენების წინააღმდეგ მკაცრი კრიტერიუმების ჩამოყალიბებას. 1
აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც, თითქოსდა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად, მიღებული კანონები, არსებითად ზღუდავენ არასამთავრობო ორგანიზაციების წვდომას დაფინანსების წყაროებზე. სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანების უფლება გულისხმობს, რომ სამოქალაქო საზოგადოება იძიებს, იღებს და იყენებს რესურსებს, რითაც, არა მხოლოდ, ინარჩუნებს სამოქალაქო სექტორის მრავალფეროვნებას, არამედ დამოუკიდებელია იმ კონტროლისგან, რომლის ქვეშაც შესაძლოა აღმოჩნდეს სახელმწიფო დაფინანსების პირობებში, შეუძლია განახორციელოს თავისი მიზნები შეუფერხებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმიანობა უკავშირდება სახელმწიფოს კრიტიკას, განსხვავებული მოსაზრებების გამოხატვას ან ადამიანის უფლებების დარღვევის დაგმობას. 2
კანონები, რომლებიც ზღუდავენ არასამთავრობო ორგანიზაციების წვდომას უცხოურ დაფინანსებაზე, არ უნდა ეფუძნებოდეს თვითნებურ, ბუნდოვან და მასტიგმატიზებელ ტერმინებს, რომლებიც არღვევენ კანონიერების პრინციპს, არ უნდა ქმნიდნენ გაურკვევლობასა და მძიმე ტვირთს ორგანიზაციებისთვის. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ მიზნის ლეგიტიმურობას, რომელსაც ასეთი შეზღუდვები ემსახურება, რათა აღიკვეთოს ავტორიტარული პრაქტიკის ტენდენცია, რომელიც მიზნად ისახავს არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვას. 3
1 Written Third Party Submissions on behalf of Amnesty International, პარ. 32.
აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან Amnesty International-ის წარდგენილი წერილობითი დოკუმენტის თანახმად, სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანების თავისუფლებას ზღუდავენ შემდეგი სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლები: რუსეთი, ბულგარეთი, სლოვაკეთი, ყირგიზეთი, საქართველო, უნგრეთი, თურქეთი, ვენესუელა, პარაგვაი, პერუ, ელ სალვადორი, ეგვიპტე, ალჟირი და ტუნისი.
2 იქვე, პარ. 32.
3 იქვე.
4 პარ. 33.
გააზიარე: