GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

08 აგვისტო, 2007

საიამ ა.წ. 30 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 20 ივლისს თბილისის მთავრობამ მიიღო  დადგენილება (#15.22.419), მუნიციპალიტეტის კაბინეტის მიერ გამოცემული ზოგიერთი დადგენილების გადახედვის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე, რაც  ითვალისწინებს 1992 -1998 წლებში "არაუფლებამოსილი" ორგანოების მიერ გამოცემული დადგენილებების ბათილად ცნობას, რომელთა შედეგად თბილისის ათობით მოქალაქეს ჩამოერთმევა მიწის ნაკვეთი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ დედაქალაქის მთავრობა არასწორად განმარტავს კანონს და ხელყოფს საკუთრების უფლებას.

ამასთან დაკავშირებით, საიამ გამოითხოვა ინფორმაცია თბილისის მერიიდან და შეადგინა იმ მიწის ნაკვეთების სია, რომლებსაც ეხება 20 ივლისის მერიის გადაწყვეტილება.
 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მზად არის სამართლებრივი დახმარება გაუწიოს თითოეულ პირს, რომელთა საკუთრების უფლებაც შესაძლოა შეილახოს თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით.

ქალაქის მთავრობა უახლოეს მომავალში გამართავს აღნიშნულ საკითხზე საჯარო წარმოებას რომელზეც აუცილებელია ყველა დაინტერესებული პირის ინტერესების წარმოდგენა. ჩვენ მოვუწოდებთ მოქალაქეებს მოგვმართონ, რათა დავიცვათ მათი ინტერესები თბილისის მერიისა და სასამართლოს წინაშე.

ჩვენ თხოვნით მივმართავთ მასმედიას გაავრცელოს ჩვენს მიერ შედგენილი მიწის ნაკვეთების სია და სისტემატიურად გააშუქოს მოვლენები შექმნილი პრობლემის გარშემო.

მიწის ნაკვეთების სია, რომლებსაც ეხება 20 ივლისის მერიის გადაწყვეტილება

სხვა სიახლეები