GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

28 თებერვალი, 201815:40

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ის გადაწყვეტილება, რომლითაც ჩაშლილად გამოცხადდა ქ. ბათუმში რადიო სიხშირეზე გამოცხადებული კონკურსი.

აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობდა ,,რადიო ჰერეთი“, რომელიც კონკურსის ყველა პირობას აკმაყოფილებდა, თუმცა, კონკურისის ჩაშლის შედეგად, შეეზღუდა შესაძლებლობა, ქ. ბათუმში დაეფუძნებინა ადგილობრივი რადიო ,,ბათუმი“.

სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას დაევალა ხელახლა იმსჯელოს ,,რადიო ჰერეთის“ საკონკურსო განაცხადზე. 

სხვა სიახლეები