სიახლეები

საია აქვეყნებს ინფორმაციას 2025 წლის 17 - 21 ნოემბრის კვირაში სასამართლო სხდომების შესახებ:
1. მზია ამაღლობელი
მსჯავრდებულია: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353.1. - პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, ჩადენილი ძალადობით.
მოსამართლეები : ნიკოლოზ მარგველაშვილი, ნანა ჯოხაძე, მარინა სირაძე.
თარიღი: 18 ნოემბერი, 13:00. (ქუთაისის სააპელაციო სასამართლო).
2. გელა ხასაია და ვასილ ქერდიყოშვილი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 118.2. – ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად.
მოსამართლე: ზუსტდება.
თარიღი: 20 ნოემბერი, 13:00.
3. ანატოლი გიგაური
მსჯავრდებულია: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353.1. - პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, ჩადენილი ძალადობით.
მოსამართლე: გიორგი კერატიშვილი.
თარიღი: 20 ნოემბერი, 13:00. (თბილისის სააპელაციო სასამართლო).
4. თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 126.1 პრიმა.ბ. - ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
მოსამართლე: ელენე გოგუაძე.
თარიღი: 21 ნოემბერი, 11:00.
5. მათე დევიძე
მსჯავრდებულია: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა.1. - პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
მოსამართლე: ნინო ჩახნაშვილი.
თარიღი: 21 ნოემბერი, 14:00. (თბილისის სააპელაციო სასამართლო).
პროცესების თარიღების შესახებ ინფორმაცია განახლებადია ყოველდღიურად, და, შესაძლოა, დაგეგმილი პროცესი სხვადასხვა მიზეზით გადაიდოს.
გააზიარე: