სიახლეები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა დოლიძე და ასოციაციის რეგიონების კოორდინატორი მზია გოჩელაშვილი 14 აპრილს სამუშაო ვიზიტით კახეთში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის მიზანი იყო ადგილობრივი არასამათავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა და რეგიონში არსებული მდგომარეობისა და პრობლემების განხილვა.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებმა რეგიონში არსებულ მწვავე პრობლემებსა და მედიის მდგომარეობაზე ისაუბრეს.
სამოქალაქო სექტორისა და მასმედიის წარმომადგენლები თანამშრომლობასა და ადგილობრივ პრობლემებთან დაკავშირებით ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმდნენ.
აქვე მასმედიის წარმომადგენელთათვის ბრიფინგი გაიამართა.
ბრიფინგზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა დოლიძემ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით არსებულ დარღვევებზე ისაუბრა.
გააზიარე: