GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

25 აპრილი, 200620:00

26 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ოფისში შეხვედრა გაიმართა თემაზე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება" აჭარის რეგიონში. შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები. ისინი ძირითად პრობლემად აჭარის ტელევიზიის სტატუსს მიიჩნევენ. მათი განცხადებით, სანამ ტელევიზია მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებაა და ბიუჯეტიდან ფინანსდება, ჟურნალისტების თავისუფლების ხარისხი ყოველთვის დადგება დღის წესრიგში.

ჟურნალისტებს პრობლემა ძირითადად პრესცენტრებთან აქვთ. მათ უძნელდებათ ინტერვიუების ჩაწერა საჯარო მოხელეებთან.

შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციათა და მასმედიის წარმომადგენლებმა ინფორმაციის საჯაროობის საკითხიც განიხილეს. ისინი ამტკიცებენ, რომ მათთვის ხშირად მიუწვდომელი ხდება საჯარო ინფორმაცია. არც თუ ისე იშვიათია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადების უგულველყოფა საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით.

არასამთავრობო ორგანიზაციათა და ჟურნალისტთა მორიგი შეხვედრა საიას აჭარის ფილიალის ოფისში 28 აპრილს გაიმართება.

სხვა სიახლეები