GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

23 იანვარი, 202611:37

სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრების განხილვა დაიწყოსასამართლოს 

თქმითმოცემულ საქმეს შეიძლება მიენიჭოს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი. 


საია წარდგენილ საჩივარში მიუთითებდარომ ჩატარებული არჩევნების დროს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკუთარი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებამ მასობრივად დაარღვია კენჭისყრის ფარულობის ფუნდამენტური პრინციპიხოლო საარჩევნო დავების განხილვის დროს დაირღვა საარჩევნო დავების ეფექტიანი მექანიზმებით განხილვის უფლებასაია საჩივარში ასევე დავობდარომ საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ბლანკეტური დანაწესირომელიც მოქალაქეებს საარჩევნო დავაზე საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას უზღუდავსარ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებსაიამ აღნიშნული საჩივარი 2025 წელს გაგზავნა 


საზოგადოებისთვის ცნობილია და სტრასბურგის სასამართლოც უსვამს ამ საკითხზე ხაზს კომუნიცირების წერილშირომ საიამროგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციამქვეყნის მასშტაბით მოქმედ ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში ელექტრონული ტექნოლოგიების არასწორი გამოყენებით გამოწვეული ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის თაობაზე საჩივრები წარადგინააღნიშნული საჩივრები შეეხებოდა შესაბამის ოლქებში შემავალი ყველა იმ უბნის (2263) შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდააღნიშნული მოთხოვნები არც საოლქო საარჩევნო კომისიებმაშემდგომ კი - სასამართლოებმა არ დააკმაყოფილესგამონაკლისი იყო მხოლოდ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლორომლის გადაწყვეტილებაც მოგვიანებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა. 


ამდენადსახელმწიფომ უნდა უპასუხოს სასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს პოზიციათუ რამდენად იყო ელექტრონული ტექნოლოგიებით ჩატარებულ უბნებზე თავისუფალი არჩვენების უფლება დაცულიასევედაირღვა თუ არა ფარული კენჭისყრის პრინციპი საპარლამენტო არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ხმის მთვლელი ელექტრონული ტექნოლოგიების ფუნქციონირების წესის გამო. 


ას ,  2024 ლის აპარლამენტო რჩევნებამდე ამდენიმე ვირით დრე, ესკოს იერ ამართულ ასწავლო-საინფორმაციო ეხვედრებზე აიამ ღმოაჩინა არულობის არღვევის ისკები 2024 ლის აპარლამენტო რჩევნებთან იმართებით  მის ესახებ ინასწარ იმართა ესკოს, რათა საარჩევნო ადმინისტრაციას იეღო ესაბამისი ომები  რობლემის ღმოსაფხვრელად. 2024 ლის 28 ექტემბრის ერილით №01-01/1607 აიას ცნობა, ომ ესკოს იერ ამართულ ასწავლო-საინფორმაციო ეხვედრებზე ამოყენებული აარჩევნო იულეტენი ატესტო ერსია იყო, ოლო ენჭისყრის ღეს ამოყენებული იულეტენის არისხი ქნებოდა ანსხვავებული, აც არულობის აცვას უზრუნველყოფდა. 


სტრასბურგის სასამართლომ სამი საჩივარი გააერთიანა და საქმის განხილვა მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლისა (თავისუფალი არჩევნების უფლებადა მე-13 მუხლის (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლებაფარგლებშისასამართლო ზემოთხსენებული საკითხების გარდაასევეიმსჯელებს და შეაფასებსარღვევს თუ არა ხმის მიცემის უფლებას საზღვარგარეთ არასაკმარისი რაოდენობის საარჩევნო უბნების გახსნა. 


სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე პოზიციის წარდგენისათვის სახელმწიფოს ვადა განუსაზღვრა 2026 წლის 15 მაისამდე.  


სტრასბურგის სასამართლომ წარდგენილი საჩივრები მცირე დროში მიიღო არსებითად განსხილველადაღნიშნული ხაზს უსვამს სასამართლოს

მხრიდან საქმის პრიორიტეტულობას და იძლევა შესაძლებლობას საერთაშორისო სასამართლოს მიერ შეფასდეს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დროს გამოვლენილი ფარულობის სისტემური დარღვევა და საარჩევნო კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებირაც არღვევს კონვენციური უფლებებით დაცულ სფეროს. 

სხვა სიახლეები