ელ.ფოსტა: batumi@gyla.ge
ზოგადი ინფორმაცია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალი დაფუძნდა 1995 წლის ოქტომბერში. ამ დროისათვის ის ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო რეგიონში, რომელმაც შეძლო დაპირისპირებოდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 90-იან წლებში ჩამოყალიბებულ რეჟიმს. ფილიალის დაფარვის ზონა არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა (ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები).
საიას აჭარის ფილიალი საქმიანობს ორგანიზაციის ოთხი ძირითადი სტრატეგიული მიმართულების შესაბამისად.