GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

შედეგები

result img

საიას სასამართლო მონიტორინგი: 26 - 30 იანვრის სასამართლო პროცესების განრიგ

26 იანვარი, 2026

საია აქვეყნებს ინფორმაციას 2026 წლის 26 - 39 იანვრის კვირაში სასამართლო სხდომების შესახებ:




1. აბო ნავერიანი, ვახტანგ ფიცხელაური, გურიელ ქარდავა, ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, ნანა სანდერ, მამუკა ლაბუჩიძე, გიორგი მულაძე, მარიამ მეყანწიშვილი, ავთანდილ სურმანიძე, ანტონ უპერ და თემურ ქურციკიძე

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა. - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; მუხლი 225.2. - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.

მოსამართლე: თამარ მჭედლიშვილი.

თარიღი: 27 იანვარი, 11:00.




2. ვიტალი გუგუჩია

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 154 - ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა; მუხლი 126 - ძალადობა.

მოსამართლე: შოთა ბიჭია

თარიღი: 27 იანვარი, 11:00. (ზუგდიდის რაიონული სასამართლო).




3. ირმა (მეგი) დიასამიძე

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 187.1. - სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მოსამართლე: ლაშა კლდიაშვილი.

თარიღი: 27 იანვარი, 12:00.




4. ზვიად რატიანი

მსჯავრდებულია: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353.1. - პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით.

მოსამართლე: ნინო ჩახნაშვილი.

თარიღი: 27 იანვარი, 13:00. (თბილისის სააპელაციო სასამართლო).




5. სიმონ მახარაძე, კახაბერ კვაჭანტირაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, იური ლომიძე, დავით გიუნაშვილი, გიორგი ტალახაძე, ბექა მაჭავარიანი, მანუჩარ მიქელაძე, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე და კობა ეპიტაშვილი

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა. - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; მუხლი 225.2. - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.

მოსამართლე: თამარ მახარობლიძე.

თარიღი: 28 იანვარი, 11:00.




6. ალექსანდრე ცნობილაძე, თამარ კირტავა, გიორგი დუშენკო, მარიამ ოთინაშვილი, ინგა პაპუნაშვილი-გაბელაია, ვახტანგ გაბელაია და ირაკლი წულაია

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 154.1. - ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან; მუხლი 154.2. - ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, ჩადენილი ძალადობის მუქარით.

მოსამართლე: ირაკლი ხუსკივაძე.

თარიღი: 28 იანვარი, 16:30.




7. მურთაზ ზოდელავა და ლევან ხაბეიშვილი

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 317 - მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ; მუხლი 339.2. - ქრთამის მიცემა ჩადენილი უკანონო ქმედების ჩასადენად; მუხლი 364.1. - სამართალწარმოების განხორციელებისთვის, გამოძიებისთვის ან დაცვის განხორციელებისთვის ხელის შეშლა.

მოსამართლე: ირაკლი ხუსკივაძე.

თარიღი: 29 იანვარი, 10:30.




8. პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია, ირაკლი შაიშმელაშვილი და გური ჟვანია

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა. - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; მუხლი 225.1. - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა; მუხლი 225.2. - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა; მუხლი 317 - მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.

მოსამართლე: ირაკლი ხუსკივაძე.

თარიღი: 29 იანვარი, 11:00.




9. ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერიშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი

მსჯავრდებულია: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 226.1. - ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა.

მოსამართლე: თეა ლეონიძე.

თარიღი: 29 იანვარი, 12:00. (თბილისის სააპელაციო სასამართლო).




10. დავით ჟღენტი, ალექსანდრე გოგოლაძე, კახაბერ მჟავანაძე, ევა შაშიაშვილი, დავით სტურუა, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, კოსტანტინე კოკაია, გიორგი ჩახუნაშვილი, ზაქრო ალბუთაშვილი, ია დარახველიძე, დათო ღურწკაია, გენადი კელიხაშვილი, რამაზ ჯორბენაძე და ჯანდრი თირქია

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა. - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; მუხლი 225.2. - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.

მოსამართლე: გიორგი გელაშვილი.

თარიღი: 30 იანვარი, 11:00.




11. დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი

მსჯავრდებულია: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა.1. - პოლიციელზე ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი.

თარიღი: 30 იანვარი, 12:00. (თბილისის სააპელაციო სასამართლო).




12. ზურაბ მენთეშაშვილი

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 347.1. - შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევა.

მოსამართლე: ნინო გალუსტაშვილი.

თარიღი: 30 იანვარი, 12:00.




13. გელა ხასაია და ვასილ ქერდიყოშვილი

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 118.2. - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად.

მოსამართლე: ირაკლი ხუსკივაძე.

თარიღი: 30 იანვარი, 16:00.




პროცესების თარიღების შესახებ ინფორმაცია განახლებადია ყოველდღიურად, და, შესაძლოა, დაგეგმილი პროცესი სხვადასხვა მიზეზით გადაიდოს.