შედეგები

საიას სასამართლო მონიტორინგი: 9 - 13 მარტის სასამართლო პროცესების განრიგი
09 მარტი, 2026საია აქვეყნებს ინფორმაციას 2026 წლის 9 - 13 მარტის კვირაში სასამართლო სხდომების შესახებ:
1. ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილი, ზურაბ ჭავჭანიძე, გიორგი რურუა, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, გიორგი ქორქია, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, ლაშა ივანაძე, ლევან ჯიქია, სულხან ტუღუში, ხვიჩა გოგოხია და რამაზ მამულაძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა. - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; მუხლი 225.2. - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
მოსამართლე: რომეო ტყეშელაშვილი.
თარიღი: 9 მარტი, 11:00.
2. ალექსანდრე ცნობილაძე, თამარ კირტავა, გიორგი დუშენკო, მარიამ ოთინაშვილი, ინგა პაპუნაშვილი-გაბელაია, ვახტანგ გაბელაია და ირაკლი წულაია
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 154.1. - ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან; მუხლი 154.2. - ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, ჩადენილი ძალადობის მუქარით.
მოსამართლე: ირაკლი ხუსკივაძე.
თარიღი: 9 მარტი, 16:30.
3. გიორგი მინდაძე
მსჯავრდებულია: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა.1. - პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე.
თარიღი: 9 მარტი, 17:00. (თბილისის სააპელაციო სასამართლო).
4. აბო ნავერიანი, ვახტანგ ფიცხელაური, გურიელ ქარდავა, ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, ნანა სანდერ, მამუკა ლაბუჩიძე, გიორგი მულაძე, მარიამ მეყანწიშვილი, ავთანდილ სურმანიძე, ანტონ უპერ და თემურ ქურციკიძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა. - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; მუხლი 225.2. - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
მოსამართლე: თამარ მჭედლიშვილი.
თარიღი: 10 მარტი, 12:00
5. სიმონ მახარაძე, კახაბერ კვაჭანტირაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, იური ლომიძე, დავით გიუნაშვილი, გიორგი ტალახაძე, ბექა მაჭავარიანი, მანუჩარ მიქელაძე, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე და კობა ეპიტაშვილი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა. - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; მუხლი 225.2. - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
მოსამართლე: თამარ მახარობლიძე.
თარიღი: 11 მარტი, 11:00.
6. ზურაბ მენთეშაშვილი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 347.1. - შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევა.
მოსამართლე: ნინო გალუსტაშვილი.
თარიღი: 11 მარტი, 11:00.
7. თამარ ლორთქიფანიძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 126.1. - ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია; მუხლი 353 პრიმა. 1. - პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
მოსამართლე: რომეო ტყეშელაშვილი.
თარიღი: 12 მარტი, 12:00.
8. პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია, ირაკლი შაიშმელაშვილი და გური ჟვანია
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა. - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; მუხლი 225.1. - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა; მუხლი 225.2. - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა; მუხლი 317 - მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.
მოსამართლე: ირაკლი ხუსკივაძე.
თარიღი: 12 მარტი, 14:00.
9. დავით ჟღენტი, ალექსანდრე გოგოლაძე, კახაბერ მჟავანაძე, ევა შაშიაშვილი, დავით სტურუა, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, კოსტანტინე კოკაია, გიორგი ჩახუნაშვილი, ზაქრო ალბუთაშვილი, ია დარახველიძე, დათო ღურწკაია, გენადი კელიხაშვილი, რამაზ ჯორბენაძე და ჯანდრი თირქია
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა. - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; მუხლი 225.2. - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
მოსამართლე: გიორგი გელაშვილი.
თარიღი: 13 მარტი, 11:00.
10. მურთაზ ზოდელავა და ლევან ხაბეიშვილი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 317 - მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ; მუხლი 339.2. - ქრთამის მიცემა ჩადენილი უკანონო ქმედების ჩასადენად; მუხლი 364.1. - სამართალწარმოების განხორციელებისთვის, გამოძიებისთვის ან დაცვის განხორციელებისთვის ხელის შეშლა.
მოსამართლე: ირაკლი ხუსკივაძე.
თარიღი: 13 მარტი, 11:00.
11. თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 126.1 პრიმა.ბ. - ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
მოსამართლე: ელენე გოგუაძე.
თარიღი: 13 მარტი, 11:30.
12. ანტონ ჩეჩინი
მსჯავრდებულია: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 260.6.ა - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა.
მოსამართლე: ნინო ჩახნაშვილი, გიორგი კერატიშვილი, პაატა სილაგაძე.
თარიღი: 13 მარტი, 12:00. (თბილისის სააპელაციო სასამართლო).
პროცესების თარიღების შესახებ ინფორმაცია განახლებადია ყოველდღიურად, და, შესაძლოა, დაგეგმილი პროცესი სხვადასხვა მიზეზით გადაიდოს.
გააზიარე: