
ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის დირექტორი/თავმჯდომარის მოადგილე
თამარ ონიანი
ელ.ფოსტა
toniani@gyla.geრეგიონი
თბილისი
თამარ ონიანი 2023 წლიდან არის საიას ადამიანის უფლებების პროგრამის დირექტორი, ხოლო, 2022 წლიდან თავმჯდომარის მოადგილე და გამგეობის წევრი. ამავდროულად, 2025 წლიდან თამარ ონიანი ოქსფორდის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით სწავლობს. ამავდროულად, არის მოწვეული ლექტორი რამდენიმე უნივერსიტეტში.
თამარი 2021 წლიდან საიაში ხელმძღვანელობდა საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდს, ხოლო, 2018 წელს მან საიაში მუშაობა სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტის პოზიციაზე დაიწყო. ამ პოზიციაზე თამარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აწარმოებდა / ხელმძღვანელობდა სტრატეგიული მნიშვნელობის სამართლებრივ დავებს, რომლებიც შეეხებოდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, წამების აკრძალვას, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საზღვრისპირა რეგიონებში უფლებადარღვევებს და სხვა.
თამარი არის 20-ზე მეტი სამართლებრივი კვლევის ხელმძღვანელი, იურიდიული სახელმძღვანელოების თანაავტორი, სტატიების (მათ შორის, რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული) ავტორი და თანაავტორი, ბლოგებისა და op-ed-ების ავტორი. თამარ ონიანი არის ევროპის საბჭოს სერტიფიცირებული ტრენერი ადამიანის უფლებათა სამართალში. ექსპერტის რანგში თამარ ონიანს უთანამშრომლია / თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან როგორც ადგილობრივ, ისე, საერთაშორისო დონეზე.
თამარ ონიანი არის ჯონ სმიტის სასტიპენდიო პროგრამისა (2023-24 წწ.) და უფლებადამცველებისათვის სახაროვის ევროკავშირის პროგრამის (2022 წ.) მონაწილე. სხვადასხვა დროს მოპოვებული სტიპენდიების ფარგლებში მონაწილეობა აქვს მიღებული სასწავლო პროგრამებში ლივერპულის უნივერსიტეტში (ლივერპული, გაერთიანებული სამეფო), ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტსა (მიუნხენი, გერმანია) და ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში (ფრანკფურტი, გერმანია).