სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

უკანონო აგიტაცია

მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, „გურიანიუსი“-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა შუა ამაღლების ადმინისტრაციულ ერთეულში - ბელა შათირიშვილმა, სამუშაო საათების განმავლობაში მონაწილეობა მიიღო წინასაარჩევნო აგიტაციაში.

2016-09-27 11:10 სრულად ნახვა

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

მიმდინარე წლის  20 და 21 სექტემბერს, საქართველოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს „Facebook“-ის გვერდის საშუალებით, გავრცელდა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს მხარდამჭერი სააგიტაციო ინფორმაცია.

2016-09-27 11:02 სრულად ნახვა

ამომრჩეველთა პერსონალური ინფორმაციის შეგროვება და მათ ნებაზე არაპირდაპირი ზემოქმედება

საიასათვის სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აწარმოებენ ამომრჩეველთა პირადი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) აღრიცხვას, თუმცა ისინი არ განმარტავენ აღნიშნული მონაცემების შეგროვების მიზანს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნული პირების სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ სოციალურად დაუცველი, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი და დევნილი მოქალაქეები.

2016-09-27 10:50 სრულად ნახვა

საიას სადამკვირვებლო მისიის შესახებ

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად  8 ივნისს დაიწყო. 

2016-09-14 18:23 სრულად ნახვა

ჯარიმა პოლიტიკური ნიშნით

2016 წლის 31 აგვისტოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტებმა - თენგიზ გოგმაჩაძემ, გიორგი ანდღულაძემ, ზაზა ხაჯიშვილმა, გურამ ძირკვაძემ და ილია ბეჟანიძემ  ავტობუსის მოსაცდელებსა და  ნაგვის ურნებზე გააკრეს სტიკერები: „დაასუფთავეთ ქობულეთი“, „პატარაძე მიხედე - ეს ქობულეთია“.

2016-09-12 16:13 სრულად ნახვა

ზეწოლისა და მუქარა/დაშინების ფაქტები

2016 წლის 22 აგვისტოს საია-ს რუსთავის ოფისს მომართა გარდაბნის რაიონის სოფელ ბირლიკში მცხოვრებმა რაშიდ მუსაევმა, პოლიტიკური პარტია ,,ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“-ის საარჩევნო შტაბის უფროსი გარდაბნის რაიონში. მისი განცხადებით გარკვეულმა პირებმა მასზე ზეწოლა მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე განახორციელეს. მისი განმარტებით, 18 აგვისტოს შეხვდა ნაცნობი ყოფილი თანაპარტიელი, თანხმლებ უცხო პირებთან ერთად, რომელმაც საქართველოდან წასვლისა და პოლიტიკური საქმიანობისათვის თავის დანებების სანაცვლოდ, გარკვეული თანხა შესთავაზა და უთხრა, რომ თუ არ დათანხმდებოდა, მას მოკლავდნენ. რაშიდ მუსაევმა უარი განუცხადა აღნიშნულ შემოთავაზებაზე, რაზეც აღნიშნული პირები შეეცადნენ კუთვნილ ავტომობილში ძალის გამოყენებით ჩაესვათ. რაშიდ მუსაევმა მოახერხა თავი დაეღწია და გამოქცეულიყო.

2016-09-12 15:58 სრულად ნახვა

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დაკავება

23 აგვისტოს,  დღის 12 საათზე ქუჩიდან აიყვანეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები. თავდაპირველად მიხეილ ლუხავა დააკვეს, შემდეგ კი ალექსანდრე ადამია თავის მცირეწლოვან ბიძაშვილთან ერთად. როგორც დაკავებულმა  საიას წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ბიძაშვილის ასაკის დადგენის შემდეგ მცირეწლოვანი ჩამოსვეს მანქანიდან, ხოლო დანარჩენი დაკავებულები საპატრულო პოლიციაში, შემდეგ კი კრიმინალურ სამსახურში გადაიყვაეს. საბოლოოდ დაკვებულების სენაკის ნარკოლოგიურ განყოფილებაში მიივანეს, სადაც ახალგაზრდებმა უარი განაცხადეს ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე. ახალგაზრდები დაკავებიდან 12 საათის  შემდგომ გაათავისუფლეს. მათ უფლებებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი ბექა ბასილაია იცავს.

2016-09-12 15:45 სრულად ნახვა

საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებული პრობლემები

საიას დამკვირვებლები საუბნო საარჩევნო კომისიების  დაკომპელქტების მონიტორინგს ახორციელებენ.მონიტორინგის პროცესში ცნობილი გახდა ინფორმაცია შესაძლო წინასწარი სიების არსებობის შესახებ; ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით შესარჩევი წევრების არჩევის დროს, ოლქის წევრებს უნდა ეხელმძღვანელად ზემოაღნიშნული სიებით. ამასთან დაკავშირებით, განცხადება თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებმაც გააკეთეს.  როგორც პარტიის წარმომადგენლებმა განგვიმარტეს, მათ წევრებს ხელთ ჩაუვარდათ ქობულეთის, სენაკის, ოზურგეთის, დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიებში სავარაუდოდ არსებული წინასაწარი სიები, რომლებიც ქართული ოცნების მხარდამჭერებით, აქტივისტებითა და მათი ოჯახის წევრებით არის დაკომპლექტებული; საუბნო საარჩენო კომისიის წევრთა არჩევის დროს სწორედ მათზე უნდა შეჩერებულიყო არჩევანი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ პროცესში სავარაუდოდ, აქტიურად იყვნენ ჩართულები ადგილობრივი თვითმმართველობის, მათ შორის გამგებლის/მერის წარმომადგენლები.

2016-09-12 15:13 სრულად ნახვა

ტელეკომპანია GDS-ზე გასული გადაცემები

ტელეკომპანია GDS-ზე პირველი სექტემბრიდან დაიწყო გადაცემათა ციკლი, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ეთერში ხვდება ქვეყნის ათივე რეგიონის ადგილობრივ ჟურნალისტებს, გადაცემა წინასაარჩევნოდ ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს გავა ეთერში.

2016-09-12 15:01 სრულად ნახვა

ხელშეშლა წინასაარჩევნო კამპანიის განხორციელებაში და ძალადობის ფაქტები

საანგარიშო პერიოდში წინასაარჩენო კამპანიის განხორციელებაში ხელშეშლისა[1] და ძალადობის რამდენიმე ფაქტიც დაფიქსირდა[2]. საიამ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებით შესაბამის უწყებებს მიმართა, ასევე, პოლიტიკურ პარტიებს და მათ მხარდამჭწერებს მოუწოდა თავი შეეკავებინათ ძალადობრივი ქმედებებისაგან და წინასაარჩენო კამპანია მშვიდ  და ძალადობისაგან თავისუფალ გარემოში წარემართათ, რათა განვითარებულ მოლნებეს, არსებითი ზეგავლენა არ მოეხდინათ თავისუფალ, კონკურენტულ და სამართლიან საარჩევნო გარემოზე.

2016-09-08 17:54 სრულად ნახვა