სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების აპარატის თანამშრომლები შესაძლოა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მიღმა დარჩნენ

საქართველოს პარლამენტი განიხილვას „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტს, რაც გულისხმობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საკადრო პოლიტიკის მარეგულირებელი ნორმების გავრცელების შეზღუდვას ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების აპარატის წევრებზე, კერძოდ მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია თავად განსაზღვროს

2017-06-30 13:15 სრულად ნახვა

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობა სისტემურად უნდა გადაიხედოს

საია მიიჩნევს, რომ დროის დაკონკრეტებამ შესაძლოა, მართლაც აღმოფხვრას ვადის გამოთვლასთან დაკავშირებული სირთულეები, თუმცა, წარდგენილი ცვლილებებით კვალავ შენარჩუნებულია სამუშაო და არასამუშაო დროს დაკავების განსხვავებული ვადები,[1] რასაც არ აქვს შესაბამისი ლეგიტიმური მიზანი. 

2017-06-29 10:48 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები: საქართველოს დემოკრატიული განვითარება საფრთხეშია

გიგზავნით ამ წერილს, რათა შეგატყობინოთ საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტიის მეტად საზიანო ქმედებების შესახებ, რომლებსაც აუცილებლად უარყოფითი ზეგავლენა ექნება ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხზე და რაც, საბოლოო ჯამში, პოლიტიკური ძალაუფლების კონსოლიდაციის საშიშ მცდელობას წარმოადგენს.

2017-06-27 16:24 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესატან ცვლილებებზე

5 ივნისს საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილების შეტანას საქართველოს ორგანულ კანონში „საარჩევნო კოდექსში“.

2017-06-26 11:48 სრულად ნახვა

საიამ საქართველოს პარლამენტს სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით 2 საკანონმდებლო წინადადება წარუდგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (შემდგომში საია) საქართველოს პარლამენტს სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით 2 საკანონმდებლო წინადადებით მიმართა. პირველი საკანონმდებლო წინადადება გულისხმობს საქართველოს შრომის კოდექსით ზეგანაკვეთური სამუშაოს ზედა ზღვრის დადგენას და შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებიდან „სხვა ობიექტური გარემოების“ ამოღებას, ხოლო მეორე საკანონმდებლო წინადადება უზრუნველყოფს სახელმწიფო პენსიის დანიშვნას პენსიაზე უფლების წარმოშობის თვიდან.

2017-06-22 17:11 სრულად ნახვა

საია შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის გამკაცრებას ითხოვს

საია-მ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები საქართველოს პარლამენტს წარუდგინა.

2017-06-22 11:45 სრულად ნახვა

საარჩევნო სისტემაზე მმართველი პარტიის გადაწყვეტილება მიუღებელია

19 ივნისს ცნობილი გახდა მმართველი გუნდის გადაწყვეტილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეინარჩუნოს შერეული საარჩევნო სისტემა და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მოხდეს 2024 წლის არჩევნებისთვის. ამასთან, უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით 2020 წლის არჩევნებისთვის ბარიერი ერთჯერადად 3%-მდე შემცირდება. ამავე დროს, ძალაში დარჩება გადაწყვეტილება საარჩევნო ბლოკების გაუქმების შესახებ.  

2017-06-21 12:09 სრულად ნახვა

საიას თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა და სტაჟიორთა კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ

საიას იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, კონკურსის პირველი ეტაპი - (კაზუსების ამოხსნა) ჩატარდება რამდენიმე ნაკადად. გთხოვთ, თანდართულ დოკუმენტში იხილოთ შესაბამისი გადანაწილებები.

2017-06-20 13:43 სრულად ნახვა

რეკომენდაციები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის

2011 წლიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ახალი საარჩევნო კოდექსი მიიღო, საარჩევნო კანონმდებლობაში არაერთი ცვლილება შევიდა,რამაც ხელი შეუწყო მთელი რიგი საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრას. თუმცა, გასული არჩევნების  გამოცდილებიდან გამომდინარე კვლავ რჩება პრობლემური საკითხები, რაც გასწორებას საჭიროებს. პრაქტიკამ გამოავლინა, რომ გარკვეული ნორმები არაერთგვაროვნად განიმარტება არჩევნებში ჩართული სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მიერ. ამასთან, ნათლად გამოვლინდა იმის აუცილებლობა, რომ საარჩევნო კანონმდებლობა პასუხობდეს თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებით წარმოქმნილ გამოწვევებს. ცვლილებების განხორციელება საჭიროა საარჩევნო დავების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, აგიტაციის, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

2017-06-20 12:07 სრულად ნახვა

შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისათვის ავტორიზაციის გაუქმება დაუსაბუთებელია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2017 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილებას, რომლითაც  შპს ,შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს” ავტორიზაცია გაუუქმდა[1].   [1] http://eqe.gov.ge/res/docs/Oqmi_N10_25.12.2015.PDF;   http://eqe.gov.ge/res/docs/Oqmi_6_04.09.2015.PDF   http://eqe.gov.ge/res/docs/Oqmi_N1_03.02.2017.pdf  

2017-06-20 10:42 სრულად ნახვა