სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმიანება

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს. კანონპროექტის მიზანია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების შესრულება, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული მოსამართლის თანამდებობაზე იმ პირის გამწესებას 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით, რომელიც არის მოქმედი ან ყოფილი მოსამართლე და აქვს სამოსამართლეო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. 

2017-06-01 12:03 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები მუსტაფა ჩაბუქის თურქეთში სავარაუდო ექსტრადიციის საქმეზე საქართველოს მთავრობას მიმართავენ

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ საქართველოს მიერ დაწყებული ექსტრადიციის პროცესს და სახელმწიფოს მოვუწოდებთ არ დაუშვას მისი გადაცემა თურქეთის მთავრობისთვის, სადაც ის შესაძლოა პოლიტიკური დევნის, წამების/არაადამინური მოპყრობისა და დასჯის მსხვერპლი გახდეს და არ მიეცეს სამართლიან მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა

2017-05-31 18:36 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები აფგან მუხთარლის იძულებითი გაუჩინარების ფაქტს ეხმიანებიან

ხელმომწერი ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ 29 მაისს საღამოს თბილისში აზერბაიჯანელი აქტივისტისა და ჟურნალისტის აფგან მუხთარლის სავარაუდო იძულებითი გაუჩინარების ფაქტის გამო, რომელიც როგორც მისი ადვოკატის მიერ გავრცელებული უკანასკნელი ინფორმაციით ირკვევა, 

2017-05-30 22:58 სრულად ნახვა

მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ დანიშნოს სასამართლოს თავმჯდომარეები გაუმჭვირვალე პროცესით

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განიხილება სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნის საკითხი, რაც იმას ნიშნავს რომ, შესაძლოა, საბჭოს მოქმედმა შემადგენლობამ, საკუთარი უფლებამოსილების უკანასკნელ დღეებში, 5 წლიანი ვადით გაამწესოს სასამართლოს თავმჯდომარეები.[1]

2017-05-29 11:03 სრულად ნახვა

საქართველომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთს არ უნდა გადასცეს

2017 წლის 25 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აკვირდებოდა სასამართლო პროცესს, რომელზეც საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს, თურქეთის მოქალაქეს - მუსტაფა ემრე ჩაბუქს.

2017-05-28 13:41 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები მთავარ აუდიტორსა და ოთარ ფარცხალაძის ინციდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ვეხმაურებით საქართველოს გენერალურ აუდიტორსა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარი ინციდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და გამოძიების მიმდინარეობის საკითხს.  24 მაისს საეჭვოდ გავრცელდა გენერალური აუდიტორის მაკომპრომენტირებელი ვიდეო მასალა, სადაც სავარაუდოდ ლაშა თორდიას 2016 წლის 24 დეკემბერს  კაფე-ბარ „პ.ა.მ კლუბში“ მომხდარი ინციდენტი არის ასახული. როგორც გაირკვა, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის საფუძველზე 2016 წლის 24 დეკემბრიდან მიმდინარეობს.

2017-05-25 12:52 სრულად ნახვა

პარტიების დაფინანსების ზოგიერთი რეგულაცია დახვეწას საჭიროებს

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა დაგვანახა, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კუთხით არსებობს პრობლემები, რომლებიც გადაჭრას საჭიროებს. პრობლემური საკითხები ძირითადად უკავშირდება პარტიების დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კერძოდ, ბუნდოვანი და გაუმართავია სახელმწიფო დაფინანსების გამოსათვლელი ფორმულის ზოგიერთი კომპონენტი, ასევე, არსებული რეგულაციები ქმნის არასწორ სტიმულებს ისეთი საარჩევნო ბლოკების შესაქმნელად, რომელთა ძირითადი მიზანი დამატებითი სახელმწიფო დაფინანსების და სხვა დაუმსახურებელი პრივილეგიების მოპოვებაა.

2017-05-25 11:23 სრულად ნახვა

საია „ზვიად ნაზღაიძის საქმეზე“ გამოძიების დაწყებას ითხოვს

დღეს, 2017 წლის 24 მაისს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წერილობით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და „ზვიად ნაზღაიძის საქმეზე“ გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა.

2017-05-24 13:15 სრულად ნახვა

საიას მოსაზრებები ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტზე

საია-მ ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტზე საკუთარი მოსაზრებები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგინა.

2017-05-23 14:54 სრულად ნახვა

საია „კოალიცია თანასწორობისთვის’’ თავმჯდომარე გახდა

2017 წლის 19 მაისს საია „კოალიცია თანასწორობისთვის’’ თავმჯდომარე ორგანიზაცია გახდა. „კოალიცია თანასწორობისთვის“ არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს ხელშეწყობით შეიქმნა და რვა არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.

2017-05-22 12:25 სრულად ნახვა