2016 წლის 21 ივლისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის პრეზენტაცია გამართა - „დაზარალებულის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში“ (საქართველოში არსებული კანონმდებლობა, პრაქტიკა და საერთაშორისო მიდგომები).
2016-07-21 12:43 სრულად ნახვა17 ივლისს მართლმსაჯულების საერთაშორისო დღე აღინიშნება. მიგვაჩნია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სახით მართლმსაჯულების საერთაშორისო სისტემის შექმნა, რომელსაც საფუძველი 1998 წლის 17 ივლისს, რომის სტატუტის მიღებით ჩაეყარა,
2016-07-17 14:07 სრულად ნახვაკოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის საჭიროდ მიიჩნევს, კიდევ ერთხელ შეაფასოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობა და გამოეხმაუროს საბჭოში დღეს დანიშნულ მოსამართლეთა შერჩევის სხდომას.
2016-07-14 09:45 სრულად ნახვაგუშინ, 12 ივლისს, „რუსთავი 2“ - ს წარმომადგენლებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის 100% წილის მფლობელობის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებასთან დაკავშირებით.
2016-07-13 18:49 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2016 წლის 13 ივლისს, კვლევის - „დისციპლინური პასუხისმგებლობა საჯარო სამსახურში - კანონმდებლობა, ადმინისტრაციული და სასამართლო პრაქტიკა“ - პრეზენტაციას გამართავს.
2016-07-13 13:45 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 2016 წლის 8 ივლისს მედიისათვის კვლევის „ავტომობილით დედამიწის გარშემო“ პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და აღნიშნულ რეგიონში არსებული თვითმმართველობების მიერ (გარდა ყაზბეგისა) 2015 წლის განმავლობაში სამსახურებრივი მიზნებისათვის მოხმარებული საწვავის რაოდენობის შესახებ. კვლევის შედეგების თანახმად ცნობილი გახდა, რომ:
2016-07-08 15:49 სრულად ნახვამიმდინარე წლის 9 ივნისს, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუს“-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, თევდორე კობახიძის ინიციატივით, „ვაკის სკოლების პედაგოგებს უფასო დიაგნოსტიკური კვლევები ჩაუტარდებათ.“[1] აღნიშნული ფაქტის დეტალურად შესწავლის მიზნით, განცხადებით მივმართეთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს[2] და გამოვითხოვეთ ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიების ინიციატივისა და ბიუჯეტის შესახებ. [1] http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/383596-thedo-kobakhidzis-iniciativith-vakis-skolebis-pedagogebs-ufaso-diagnostikuri-kvlevebi-chautardebath.html?ar=A [2] დანართი №2
2016-07-07 10:05 სრულად ნახვაკოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის ეხმიანება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა 65 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსს.
2016-07-04 10:50 სრულად ნახვასაქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე,“ რომლის ინიციატორია - საქართველოს მთავრობა. კანონპროექტის მიზანია, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ფუნქციონირებისას გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა და აღნიშნული ინსტიტუტის მარეგულირებელი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.
2016-06-24 21:44 სრულად ნახვაკოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიაჩნია, რომ მაგდა პაპიძის საქმის სასამართლო განხილვის პროცესში არაერთხელ დაირღვა ბრალდებულის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. განსაკუთრებით უხეშად აღნიშნული უფლება დაარღვია პროკურატურამ. ასევე, საქმის სასამართლო განხილვა რიგი პროცესუალური დარღვევებით წარიმართა. ყოველივე აღნიშნული შესაძლოა უარყოფითად აისახოს საქმის სამართლიან სასამართლო განხილვაზე.
2016-06-24 11:58 სრულად ნახვა