სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღის შეფასება

საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.   15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს საია თბილისისა და 10 რეგიონის 40 საარჩევნო ოლქში 500 - მდე დამკვირვებლით აკვირდებოდა.  

2014-06-16 13:45 სრულად ნახვა

საიას საგანგებო განცხადება ხონის ოლქში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

საიას დამკვირვებელთა ინფორმაციით, ხონის საარჩევნო ოლქში იქმნება რეალური საშიშროება, რომ მოხდეს ცალკეულ უბნებზე გარკვეული პირების შეჭრა და ხმის დათვლის და შედეგების შეჯამების  პროცედურის ჩაშლა. როგორც ცნობილია, ხონის 22-ე უბანზე მოხდა უცხო პირების შეჭრა და საარჩევნო ყუთის დამტვრევა.  ამ წუთებში ადგილი აქვს ხონის მე-19 უბანზე შეჭრის მცდელობას. არის სხვა უბნებში შეჭრის საშიშროება.

2014-06-15 23:33 სრულად ნახვა

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 21:00 საათისთვის

საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას.  20:00 საათიდან დაიხურა კენჭისყრის უბნები და დაიწყო ხმის დათვლის პროცედურა. 18:00-დან 21:00 საათამდე პერიოდში საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული იქნა შემდეგი დარღვევები:   სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედება - დარღვევები გადასატანი ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებით   

2014-06-15 21:44 სრულად ნახვა

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 18:00 საათისთვის

18:00 საათისთვის საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას. არჩევნები უმეტესწილად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.   უკანასკნელი საათების განმავლობაში საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული იქნა შემდეგი დარღვევები:

2014-06-15 18:35 სრულად ნახვა

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 14:00 საათისთვის

დღის 14:00 საათისთვის საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას.   ძირითადად, კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. თუმცა დაფიქსირდა  არსებითი ხასიათის დარღვევაც. ზუგდიდის N32 უბანზე დარღვევის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საიას მობილური ჯგუფის დამკვირვებელი მივიდა ზემოაღნიშნულ უბანზე. ჩვენთვის ცნობილი ინფორმაციის თანახმად, დაახლოებით 10:00 საათზე, ზუგდიდის #32-ე უბანზე გამოცხადდნენ ორი წლის წინ გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის დედა, ცინარა აბულაძე და მისი ნათესავები. ცინარა აბულაძე მისი შვილის საქმეზე გამოძიების ჩატარებას ითხოვდა. საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, აღნიშნულ უბანზე კენჭისყრა აღარ მიმდინარეობს, რადგან კაბინები დამტვრეულია, ყუთიდან ბიულეტენები ამოყრილი და უბანზეა გაბნეული.   

2014-06-15 14:30 სრულად ნახვა

საიას კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 10:00 საათისთვის

დილის 10 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია აკვირდებოდა გახსნის პროცედურებს, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად. აღნიშნული უბნების უმრავლესობა აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით. რაც შეეხება ამ დროისთვის არსებულ დარღვევებს:

2014-06-15 10:24 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს აფასებენ: 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

 მოკლე მიმოხილვა სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მონიტორინგმა აჩვენა, რომ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, 2014 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ნაკლები იყო საარჩევნო კანონმდებლობის სხვადასხვა ტიპის დარღვევები, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენების შემთხვევები, ამომრჩევლის მოსყიდვის, პოლიტიკური აქტივისტების დაშინებისა და დაკავების ფაქტები. თუმცა, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, პრობლემები 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისწინა პერიოდში გაცილებით მეტი იყო.

2014-06-14 12:10 სრულად ნახვა

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის განცხადება ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ

სოციალურ ქსელში Facebook შექმნილია გვერდი, რომელზეც გამოქვეყნებულია ჟურნალისტების ფოტოები და ვიდეოები დამონტაჟებული სახით და განთავსებულია ღირსების შემლახავი კომენტარები. როგორც გვერდის საერთო შინაარსიდან ირკვევა, გვერდის შექმნა მიზნად ისახავს საზოგადოებას ჩამოუყალიბოს გარკვეული წარმოდგენა ჟურნალისტების, მათ შორის ტელეარხი 25-ის ჟურნალისტის ჯაბა ანანიძის პირადი ცხოვრების შესახებ.    

2014-06-13 20:08 სრულად ნახვა

საიას სადამკვირვებლო მისია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე  სადამკვირვებლო მისიის შესახებ პრესკონფერენცია გამართა. საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.

2014-06-13 12:17 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებებს ეხმაურებიან

გვსურს გამოვეხმაუროთ, ბოლო პერიოდში, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სასამართლოს მისამართით გაკეთებულ რამდენიმე განცხადებას და დავაფიქსიროთ ჩვენი მოსაზრება აღნიშნულთან დაკავშირებით.

2014-06-12 13:47 სრულად ნახვა