სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია მიიჩნევს, რომ სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია შეასრულოს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება

  2012 წლის 10 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე ზურა ვაზაგაშვილის საქმეზე  განმარტება გაკეთდა. განცხადების თანახმად, „კორტებთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, არსებობს პროკურატურის 2007 წლის 19 აპრილის დადგენილება, რომელშიც ნათქვამია – ციტატა: ”ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება ყაჩაღური თავდასხმის მომზადების ფაქტზე ვაზაგაშვილის, ხუბულოვის, ფუთურიძის წინააღმდეგ. მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები შეიარაღებული იყვნენ,”—ციტატის დასასრული.  ეს ფორმულირება პროკურატურის ოფიციალური შეფასებაა ამ ფაქტთან დაკავშირებით. მოამბე ეყრდნობა ოფიციალურ წყაროებს და თავად არ აძლევს კვალიფიკაციას ამა თუ იმ პირის ქმედებას.“ 2012 წლის 2 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 16:00 საათიან ,,მოამბეში“ მომზადდა სიუჟეტი, რომელიც მიეძღვნა ზურა ვაზაგაშვილის გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებით კორტებთან მისი ახლობლებისა და საზოგადოების წარმომადგენლების შეკრებას.  გადაცემაში დეტალურად იყო განხილული 2006 წლის 02 მაისს მომხდარი ინცინდენტი, რომლის დროსაც ზურა ვაზაგაშვილი გარდაიცვალა.  სიუჟეტში აღინიშნა, რომ  ,,ვაზაგაშვილი შეიარაღებული დაჯგუფების წევრი იყო“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით, ზურა ვაზაგაშვილის მშობლებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოში წარადგინეს საჩივარი და მოითხოვეს  გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა.  

2012-07-11 09:25 სრულად ნახვა

პასუხი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2012 წლის 5 ივლისს  სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც ის პასუხობს 28 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაციების - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოაქვეყნებულ წერილს - „რის გამო დაჯარიმდა ბიძინა ივანიშვილი?“ განცხადებაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური არა მხოლოდ იმ არგუმენტებს განიხილავს, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სასამართლო პროცესზე გამოსვლასა და წარდგენილ მტკიცებულებებს, არამედ ის ცდილობს ასევე გამართლება მოუძებნოს სასამართლოს ცალკეულ ქმედებებსა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რითაც ის სცდება საკუთარ უფლებამოსილებას. სახელმწიფო აუდიტის სამსახური „საკმაოდ თამამ და ხმამაღალ დასკვნას“  უწოდებს  არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმების გადაწყვეტილების შეფასებას, თუმცა, ამავდროულად, არ გვთავაზობს დასაბუთებულ არგუმენტებს ჩვენ მიერ წარდგენილი ობიექტური და მიუკერძოებელი არგუმენტების გასაბათილებლად.

2012-07-10 10:11 სრულად ნახვა

საია მიესალმება სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას

2012 წლის 9 ივლისს სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭომ იური ვაზაგაშვილისა და ციალა შანავას სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა. 2012 წლის 2 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 16:00 საათიან ,,მოამბეში“ მომზადდა სიუჟეტი, რომელიც მიეძღვნა ზურა ვაზაგაშვილის გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებით კორტებთან მისი ახლობლებისა და საზოგადოების წარმომადგენლების შეკრებას.  გადაცემაში დეტალურად იყო განხილული 2006 წლის 02 მაისს მომხდარი ინცინდენტი, რომლის დროსაც ზურა ვაზაგაშვილი გარდაიცვალა,   სიუჟეტში აღინიშნა, რომ  ,,ვაზაგაშვილი შეიარაღებული დაჯგუფების წევრი იყო“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით ზურა ვაზაგაშვილის მშობლებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოში წარადგინეს საჩივარი და მოითხოვეს  გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა.

2012-07-10 07:42 სრულად ნახვა

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი იწვევს ადვოკატებს სემინარზე

“არასათანადო მოპყრობის საჩივრებთან დაკავშირებული გამოძიების შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან” საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი  იწვევს ადვოკატებს სემინარზე “არასათანადო მოპყრობის საჩივრებთან დაკავშირებული გამოძიების შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან”. სემინარი განკუთვნილია სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე ადვოკატებისათვის. სემინარს წარუძღვებიან ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ექსპერტები. სემინარს ორგანიზებას უწევს საია-ს იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი. სემინარს აფინანსებს ევროპის საბჭო. სასემინარო კურსი აკრედიტაციაზე წარდგენილია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში. აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში სემინარში მონაწილე ადვოკატს  მიენიჭება 3 კრედიტი.

2012-07-10 07:37 სრულად ნახვა

საიას ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ,,ინფო 9“-ს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს ეხმაურება

  ბოლო პერიოდში  გახშირდა ,,ინფო 9“-ს წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები. საჯარო მოხელეები ჟურნალისტებს აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც დასტურდება ოპერატორების მიერ გადაღებული ვიდეო მასალებით. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მთელი კვირის განმავლობაში ჟურნალისტებს კამერით დაჰყვებიან მათთვის უცნობი პირები, რომლებიც „მედია ჯგუფის“ წარმომადგენლებად აცნობენ თავს, უსვამენ  შეკითხვებს პროფესიული საქმიანობისა და პირადი ცხოვრების სფეროდან. ასეთ პირობებში ჟურნალისტებს არ ეძლევათ საშუალება განახორციელონ თავიანთი საქმიანობა. უცნობი პირები ამგვარი  ინტენსიური ქმედებებით  სცილდებიან გამოხატვის თავისუფლებით მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილების ფარგლებს და იჭრებიან სხვის პირად ცხოვრებასა თუ პროფესიულ საქმიანობაში. ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი მიიჩნევს, რომ ,,ინფო 9“-ს წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ქმედებებში იკვეთება  დანაშაულის ნიშნები.

2012-07-09 12:38 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ტრენინგზე ჟურნალისტებს იწვევს

“საქართველოს საგადასახადო სისტემა და გადასახადის გადამხდელის უფლებების დაცვის მექანიზმები” ტრენინგი ორდღიანი და ჩატარდება ბაზალეთის ტბაზე დილის 10.00 სთ-დან საღამოს 18:00 სთ-მდე. მასში მონაწილეობა შეუძლიათ ჟურნალისტებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩატარდება 2 იდენტური ტრენინგი. - პირველი ტრენინგის ჩატარების თარიღია -  2012 წლის 21-22 ივლისი - მეორე ტრენინგის ჩატარების თარიღია – 2012 წლის 28-29 ივლისი ტრენინგს ორგანიზებას უწევს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ტრენინგის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) პროგრამის “ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას” (G-MEDIA) ფარგლებში.

2012-07-09 08:51 სრულად ნახვა

საიას მოსაზრება ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს მიერ შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ბალანსზე რიცხულ ქონებაზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაზე

2012 წლის 24 ივნისს საია–მ გაავრცელა განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 ივნისის განჩინებით შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ბალანსზე რიცხულ ქონებაზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით. საია–ს განცხადებაში, აღნიშნული განჩინების კანონიერება სხვა გარემოებებთან ერთად, შეფასებულ იქნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151–ე მუხლის საფუძველზე და აღინიშნა, რომ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინება მიღებულ იქნა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. აღნიშნული განცხადების საპასუხოდ, ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოსგან მიღებულ იქნა სამართლებრივი ანალიზი, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია სსსკ–ის 151–ე მუხლზე. ამის გათვალისწინებით, საჭიროდ მივიჩნევთ დამატებითი პოზიციის წარმოდგენისას ჩვენი მსჯელობა ასევე შემოიფარგლოს მხოლოდ სსსკ–ის 151–ე მუხლით და მის ჭრილში ჩვენი პირველადი შეფასების კიდევ ერთხელ წარმოდგენით.  

2012-07-06 18:59 სრულად ნახვა

საია უარყოფითად აფასებს სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღების წესის რეგლამენტით დარეგულირების საკითხს

საია ეხმაურება პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს ,,მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და ამ უკანასკნელს მთავრობაზე საპარლამენტო კონტროლის დასუსტებისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, კანონიდან ხდება მე-12 მუხლის 22, მე-4 და მე-7 პუნქტების ამოღება. აღნიშნული ნორმები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა მთავრობის სხდომაზე საკითხის განსახილველად შეტანის, მთავრობის წევრების მიერ საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი, სხდომაზე გატანილ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ხმათა რაოდენობა.  კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მთავრობა უფლებამოსილია იმსჯელოს განსახილველ საკითხზე, თუ სხდომას ესწრება მთავრობის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს განსაზღვრავს არა საკანონმდებლო აქტი, არამედ რეგლამენტი, რომელსაც პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა. ამგვარად, აღნიშნული ცვლილებით პარლამენტს ერთმევა უფლება, დაარეგულიროს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და მას მთავრობა და პრემიერ-მინისტრი პარლამენტისაგან დამოუკიდებლად განსაზღვრავენ.

2012-07-05 08:16 სრულად ნახვა

საია არაოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი პირების უფლებებს საკონსტიტუციო სასამართლოში დაიცავს

2012 წლის 3 ივლისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები ფირუზ ვანიევის და ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ტრისტან მამაგულაშვილის სახელით. საია ასაჩივრებს დევნილის ცნების საკანონმდებლო განსაზღვრებას. 2011 წლის 27 დეკემბერამდე დევნილად ითვლებოდა ყველა პირი, ვინც, უცხო ქვეყნის მხრიდან აგრესიის, შიდა კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო იძულებული გახდებოდა, დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, იმის მიუხედავად თუ სად ცხოვრობდა ეს უკანასკნელი. 2011 წლის 27 დეკემბერს შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებით, ,,დევნილთა შესახებ” კანონი ვრცელდება მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიიდან გამოდევნილ პირებზე. ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონით ოკუპირებულ ტერიტორიად ითვლება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. ტერიტორიები, რომელიც არასოდეს შედიოდა არც აფახაზეთის, არც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგებლობაში, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ვერ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს, ოკუპირებულ ტერიტორიად არ მიიჩნევა. მოსარჩელეების, ტრისტან მამაგულაშვილის სახლი სოფელ დვანში და ფირუზ ვანიევის სახლი ხურვალეთში არ მიუკეთვნება ოკუპირებულ ტერიტორიას. მიუხედავად ამისა, 2008 წლის აგვისტოს თვეში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად მოსარჩელეები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და დღემდე ვერ ახერხებენ შინ დაბრუნებას, იმის გამო, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ვერ აკონტროლებენ შესაბამის ტერიტრიას.

2012-07-05 07:47 სრულად ნახვა

"სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიამ" ქსნის ციხესთან აქცია გამართა

  რამდენიმე დღის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ #15 დაწესებულების მსჯავრდებულებმა საქართველოს სახალხო დამცველს კოლექტიური განცხადებით მიმართეს მათ მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით. ამ საკითხზე „სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიამ“ 2012 წ. 2 ივლისს ქსნის ციხესთან აქცია გამართა. განცხადებას, რომელსაც დაახლოებით 700-მდე მსჯავრდებული აწერს ხელს, საუბარი იყო მათ მიმართ დროის სხვადასხვა მონაკვეთში განხორციელებულ ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. "სამოქალაქო სოლიდარობის კამპანია" სოლიდარობას უცხადებს პატიმრებს და უერთდება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნებს: 1. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება #15 დაწესებულებაში მომხდარ ქმედებებთან დაკავშირებით;

2012-07-02 15:06 სრულად ნახვა