სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ ტრეფიკინგის ტემაზე შექმნილი ფილმის პრეზენტაცია გამართა

20 ივლისს კინოს სახლში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დოკუმენტური ფილმი _ "ტრეფიკინგი XXI-საუკუნის მონობა" წარმოადგინა. ფილმი გადაღებულია ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემატიკაზე. ნამუშევარი რეალურ ფაქტებზეა აგებული და მისი მიზანია ქართველი საზოგადოების ინფორმირება ტრეფიკინგის საშიშროების შესახებ. ნამუშევარში ასევე ნახავთ ექსპერტების შეფასებებს. ფილმი, რეჟისორმა გია ალავიძემ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლებისა და ადამიანით ვაჭრობის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების მიერ მოწედებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით გადაიღო. პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის, გენერალური პროკურატურის, სახალხო დამცველის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამომავლოდ ფილმის ჩვენება სახვადასხვა ქართულ ტელეარხებზე იგეგმება. ნამუშევარი აგრეთვე გამოყენებული იქნება ტრეფიკინგის დანაშაულის შესახებ საზოგაოდებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიებში.

2007-07-19 20:00 სრულად ნახვა

10 ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია პრეზიდენტს სთხოვს ვეტო დაადოს კანონს

 ბატონო პრეზიდენტო,  2007 წლის 11 ივლისს საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში. კანონპროექტი სასამართლოთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად და გვთავაზობს, დაუშვებლად გამოცხადდეს სასამართლოს შენობაში, ასევე საასმართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვის ფოტო, კინო- და ვიდეოგადაღება გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ხორციელდება სასამართლოს მიერ.  როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, “სასამართლო სხდომის   მიმდინარეობისას სხდომის დარბაზში ტელეკამერების ყოფნა ხელს უწყობს პროცესის ანგაჟირებას და მხარეთა მიერ შეგნებული პროვოკაციების მოწყობას. ასეთ ვითარებაში სასამართლო საქმის განხილვა სცილდება სამართლებრივი ნორმებით დადგენილ ჩარჩოებს და მტკიცებულებათა წარდგენისა და განხილვის ნაცვლად, დატვირთულია ემოციური განცხადებებით და გამოსვლებით, რაც არ უწყობს ხელს საქმის სრულყოფილ და ობიექტურ განხილვას და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს მოსამართლეზე”. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია გავიხსენოთ სულ რაღაც ერთი წლის წინ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა (მუხლი 208) და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (მუხლი 212) განხორციელებული ცვლილება, რომელმაც სასამართლო სხდომის დარბაზში წესრიგის ნებისმიერი დარღვევისათვის საკმაოდ მკაცრი სანქციები გაითვალისწინა. სწორედ ამ მუხლების პირდაპირ ფუნქციას წარმოადგენს სასამართლოში საქმის განხილვისას სხდომის დარბაზში წესრიგის უზრუნველყოფა, “შეგნებული პროვოკაციების”, “ემოციური განცხადებებისა და გამოსვლების” თავიდან არიდება.

2007-07-17 20:00 სრულად ნახვა

საია საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ტრენინგის პროგრამაში მონაწილეობს

“Equitas” - ადამიანის უფლებათა სწავლების საერთაშორისო ცენტრია კანადაში. 37 წლიანი გამოცდილებით იგი ლიდერია ადამიანის უფლებათა განათლების დარგში. ადამიანის უფლებათა დაცვის გლობალური კულტურის ჩამოყალიბებაში მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. "Equitas" ყოველწლიურად აცხადებს კონკურსს ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენელთათვის - მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ტრენინგ პროგრამაში, რომელიც სამი კვირის განმავლობაში გრძელდება და ადამიანის უფლებათა სწავლების მეთოდებს და ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებს სწავლებაზეა ორიენტირებული.  პროგრამა არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს გაიღრმავონ ცოდნა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში და ამ დარგში ტრენერებად ჩამოყალიბდნენ.

2007-07-15 20:00 სრულად ნახვა

კოალიცია “მომავალი სიღარიბის გარეშე” დასავლეთ საქართველოს სტუმრობდა

საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი, ინფორმაციის უქონლობისა თუ სხვა მიზეზების გამო კვლავ ძირითადი სამედიცინო მომსახურების გარეშე ცხოვრობს. 6 და 7 ივლისს, კოალიციამ “მომავალი სიღარიბის გარეშე” დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ავტო-ტური მოაწყო. კოალიციის წევრები (არასამთავრობო ორგანიზაციები: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, Welfare Foundation და საერთაშორისო ორგანიზაცია Oxfam) ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის წესი გააცნეს.

2007-07-10 20:00 სრულად ნახვა

საიამ წიგნების პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 10 ივლისს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" წიგნების პრეზენტაციას "ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში" და "პერსონალური მონაცემების დაცვა - საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილება" - გამართა. პრეზენტაციაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ განხილულ იქნა ინფორმაციის თავისუფლებასა და პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით დღეს არსებული პრობლემები. ასევე საიამ საკუთარი რეკომენდაციები წარმოადგინა.

2007-07-09 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატების წარმატებული საქმეები (ივნისი)

1. საიას ადვოკატის დახმარებით 70 წლის მოხუცი პატიმრობიდან გაათავისუფლეს საიას იურიდიული დახმარების ცენტრი იცავდა მოქალაქე ვ.ა.-ს ინტერესებს. იგი დმანისის რაიონული სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განზრახ მკვლელობა, იარაღის უკანონო შეძენა შენახვა) და  სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, იგი მოთავსებული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში.70 წლის მოხუცი ვ.ა. სრულიად უსინათლოა, რაც დადასტურებულია მისი მკურნალი ექიმის მიერ გაცემული სამედიცინო დასკვნით. მას მრავალი მადლობები და  სახელმწიფო ჯილდოები აქვს  მიღებული ქვეყნის სამსახურში ერთგული დამსახურებისათვის.   სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად პირი სასჯელის მოხდისგან შეიძლება გათავისუფლდეს ხანდაზმულობის ასაკის მიღწევისას.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის #72-ე ბრძანებით, სასჯელის შემდგომი მოხდისაგან შეიძლება გათავისუფლდეს მსჯავრდებული თუ იგი არის სრულებით უსინათლო.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დაიწერა განცხადება სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის სახელზე. მოვითხოვეთ მსჯავრდებულ ვ.ა.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა.2007 წლის 16 აპრილს მსჯავრდებულ ვ.ა.-ს ჩაუტარდა გამოკვლევა თვალის სნეულებათა კლინიკაში და დაუდგინდა დიაგნოზი: მარჯვენა თვალის ოპერირებული აბსოლუტური გლაუკომა გართულებული კატარაქტა და მარცხენა თვალის ოპერირებული გლაუკომა გართულებული კატარაქტა. გამოკვლევის მიხედვით განკურნების პერსპექტივა არ არსებობს. აღნიშნული სამედიცინო დასკვნის მოპოვების საფუძველზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის #72-ე ბრძანების შესაბამისად მსჯავრდებული გათავისუფლებულ იქნა სასჯელის შემდგომი მოხდისგან (განსასჯელ ვ.ა.-ს დარჩენილი ჰქონდა 6 წელი).

2007-07-08 20:00 სრულად ნახვა

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ვიზიტი პოლონეთში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წარმოადგენს “ფონდი ღია საზოგადოება-საქართველოს” პარტნიორ ორგანიზაციას პროგრამის “East East: Partnership Beyond Borders” ფარგლებში მიმდინარე პროექტის “პოლონური, მოლოვური და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების სამოქალაქო აქტიურობის გაზრდა”.  ა.წ 25-30 ივნისს განხორციელდა პროექტის მესამე ეტაპი, რაც გამოიხატა ქართული და მოლდოვური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ვიზიტით პოლონეთში.

2007-07-03 20:00 სრულად ნახვა

საიას კურსდამთავრებულებს დიპლომები და სერტიფიკატები გადაეცათ

28 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა 2006-2007 წლების კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები და დიპლომები გადასცა. ღონისძიების დასაწყისში საიას თავმჯდომარემ გიორგი ჩხეიძემ სტუდენტებს კიდევ ერთხელ შეახსენა ასოციაციის საწესდებო მიზანი პროფესიული განათლების მიღების თვალსაზრისით. გაიხსენა ის პირველი ნაბიჯები, როცა საიაში ყალიბდებოდა ალტერნატიული განათლების მიღების კერა – იურიდიული სწავლებისა და ინფორმაციის ცენტრის სტატუსით. საიას თავმჯდომარემ ასევე ცენტრის 10 წლიან გამოცდილებაზე, წარმატებულ კურსდამთავრებულებზე (რომელთაც საიას რეკომენდაციით ხელი შეეწყოთ დასაქმებაში) და იმ აუცილებლობაზე ისაუბრა რის გამოც საია მიერ იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის დაფიძნდა.

2007-07-01 20:00 სრულად ნახვა

საიას განცხადებას გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია ეხმაურება

25 ივნისს, საიას რუსთავის ფილიალში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ გიორგი ჩხეიძემ და საიას რუსთავის ოფისის იურისტებმა საქართველოს გაერთინებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის მიერ ჩადენილ დარღვევებთან დაკავშირებით ისაუბრეს. ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ოფისს დახმარებისთვის 71-მა მოქალაქემ მიმართა. რუსთაველები აცხადებენ, რომ მიუხედავად მასობრივი გამრიცხველიანებისა მათ ელექტრომრიცხველებზე დაფიქსირებულ ციფრებს ენერგოკომპანია არარეალურად მიიჩნევს და მოსახლეობას ჯარიმის სახით დამატებით გადასახადს აკისრებს.

2007-06-25 20:00 სრულად ნახვა

სემინარი ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისათვის

21 და 22 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ პროექტის _ “სოფლის ასოციაციების როლის გაძლიერება საქართველოს დემოკრატიული პროცესების განვითარებაში” _ ფარგლებში ორგანიზებულ იქნა სემინარები თემაზე: არასამეწარმეო იურიდიული პირები (არასამთავრობო ორგანიზაციები და სამელიორაციო ასოციაციები). 21 ივნისს სემინარი ჩატარდა ქვემო-ქართლის ადგილობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისათვის, ხოლო 22 ივნისს _ სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი ასოციაციების წარმომადგენელთათვის.

2007-06-24 20:00 სრულად ნახვა