სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კოალიცია სასამართლო რეფორმის “მესამე ტალღის” გაჭიანურებას ეხმაურება

მართლმსაჯულების რეფორმის “მესამე ტალღის” კანონპროექტების მესამე მოსმენით განხილვა საქართველოს პარლამენტში 25-27 მაისის სასესიო კვირაში იყო დაგეგმილი. თუმცა, როგორც ცნობილია, აღნიშნული კანონპროექტების განხილვა პარლამენტში კვლავ გადაიდო. 

2016-05-31 15:07 სრულად ნახვა

საია ეხმიანება ,,რუსთავი 2“-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში საქმის განმხილველი კოლეგიის შეცვლის საკითხს

,,რუსთავი 2“-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მონიტორინგის პროცესში საიამ შეისწავლა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული სხვადასხვა განჩინება, რომლითაც დასტურდება განმხილველი კოლეგიების ცვლილებები

2016-05-30 22:04 სრულად ნახვა

კვლევის პრეზენტაცია „მონაწილეობითი ბიუჯეტირება: საქართველოსა და პოლონეთის კანონმდებლობისა და პრაქტიკის მიმოხილვა“

2016 წლის 27 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ  კვლევის პრეზენტაცია გამართა. კვლევა პროექტის „მოქალაქეთა უფლება მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ დონეზე საჯარო ფინანსებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ ფარგლებში გამოიცა, რომელიც ევროპის ფონდის ფინანსური მხარდაჭერის მეშვეობით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიზანს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის გზით, საჭიროებებზე დაფუძნებული საბიუჯეტო პროცესის ხელშეწყობა წარმოადგენდა. 

2016-05-27 16:30 სრულად ნახვა

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის ვენეციის კომისიას წარუდგენს თავის მოსაზრებებს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მიღებულ ცვლილებებზე

მიმდინარე წლის 20 მაისს, კოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ დაუკავშირდა ვენეციის კომისიის საკონსტიტუციო მართლმსაჯულების განყოფილების ხელმძღვანელი, ბატონი შნუც როდულფ დური  და სთხოვა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე მოსაზრების წარდგენა. 

2016-05-25 17:31 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება გახშირებულ ჰომოფობიურ დანაშაულებთან დაკავშირებით

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით, 2016 წლის 17 მაისამდე და მის შემდეგ პერიოდში, ლგბტ თემის წევრებისა და აქტივისტების მიმართ ჰომოფობიური ძალადობის განმეორებად და მზარდ შემთხვევებს და მოვუწოდებთ სახელმწიფოს, დაუყოვნებლივ მიიღოს ეფექტური ზომები დანაშაულის პრევენციის, უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს უზრუნველსაყოფად. 

2016-05-23 19:18 სრულად ნახვა

საია კენჭისყრის დღეს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

2016 წლის 22 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აკვირდებოდა გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის, ზუგდიდისა და გლდანის ოლქებში საკრებულოს შუალედურ არჩევნებს. 

2016-05-23 02:37 სრულად ნახვა

საია მთავარ პროკურორს მოუწოდებს, პირად კონრტოლზე აიყვანოს კორცხელის 53-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ძალადობრივი ფაქტების გამოძიება

2016 წლის 22 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აკვირდებოდა გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის, ზუგდიდისა და გლდანის ოლქებში საკრებულოს შუალედურ არჩევნებს. 

2016-05-22 23:44 სრულად ნახვა

საია სამართალდამცავი ორგანოების მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელის #53-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების გამოძიებას ითხოვს

ზუგდიდის ოლქის 53-ე და 54-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, დილიდან მობილიზებული იყვნენ საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერები და წარმომადგენლები (დაახლოებით 20 ადამიანი).  დაახლოებით 13:30 საათისთვის 53-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური შელეპარაკება მოხდა მობილიზებულ პირებსა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შორის. დაპირისპირებაში დაახლოებით რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა, რა დროსაც  ფიზიკური დაზიანება მიიღეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა. ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედია საშუალების წარმომადგენლებს.  

2016-05-22 14:30 სრულად ნახვა

კოალიცია თანასწორობისთვის განცხადება 17 მაისთან დაკავშირებით

კოალიცია თანასწორობისთვის ეხმიანება 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღესთან (IDAHO) დაკავშირებით ლგბტ თემის წევრებისა და აქტივისტებისთვის  შეკრების თავისუფლების შეზღუდვის პრაქტიკას და სახელმწიფოს არაეფექტური და  დისკრიმინაციული პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდებს.

2016-05-17 15:34 სრულად ნახვა

საიამ ფემიციდის დანაშაულად აღიარებასთან მიმართებით საქართველოს პარლამენტს საკუთარი მოსაზრებები წარუდგინა

საიას დასკვნა მიემართება საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, რომლის მიზანს ფემიციდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად აღიარება და ამ გზით გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობების პრევენცია წარმოადგენს.

2016-05-17 11:45 სრულად ნახვა