სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კვლევის პრეზენტაცია - „საარჩევნო კამპანიის მედია მონიტორინგი - პრაქტიკის ანალიზი“

2014 წლის 31 ივლისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცამ გამართა კვლევის პრეზენტაცია „საარჩევნო კამპანიის მედია მონიტორინგი-პრაქტიკის ანალიზი“. 

2014-07-31 12:00 სრულად ნახვა

სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

2014 წლის 30 ივლისს, სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” (EMC), “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” (TI) და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” (საია), ერთობლივი პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა, სადაც კვლევის პრეზენტაცია შედგა. კვლევა განხორციელდა კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ფარგლებში.

2014-07-30 13:09 სრულად ნახვა

საია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებას პასუხობს

საიას მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ე.წ. მაყურებლების სავარაუდოდ არსებობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროების საპასუხოდ, 24 ივლისს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

2014-07-25 16:10 სრულად ნახვა

კონკურსი ტრენიგნში მონაწილე პირებისთავის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია/GYLA და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი/CIPDD იწვევენ ტურიზმის სფეროში დასაქმებულ პირებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და თბილისიდან ტრენინგ-სემინარში:  „საქართველოში ტურიზმის განვითარება ტურისტული მომსახურების სრულყოფის საფუძველზე“ მონაწილეობის მისაღებად. 

2014-07-24 13:57 სრულად ნახვა

თავისუფლების შეზღუდვის, როგორც არასაპატიმრო სასჯელის ამოქმედების გადავადება მიუღებელია

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანას და თავისუფლების შეზღუდვის, როგორც სასჯელის ერთ-ერთი სახის ამოქმედების 2 წლით გადავადებას ითვალისწინებს. ცვლილებების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ავტორი კი - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. აღნიშნულ ინიციატივას საია უარყოფითად აფასებს.

2014-07-24 13:20 სრულად ნახვა

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ე.წ. ,,მაყურებლების“ სავარაუდოდ არსებობასთან დაკავშირებით საია დამატებით ინფორმაციას ავრცელებს

 2014 წლის 16 ივლისს, საიამ სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში  ,,მაყურებლების“ სავარაუდოდ არსებობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და შესაბამის უწყებებს რეაგირებისაკენ მოუწოდა. განცხადება ერთ-ერთი პატიმრის, შავლეგ გურგენიძის მიერ საიას ადვოკატისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებას ეფუძნებოდა. ახსნა-განმარტებაში პატიმარი საუბრობდა #8 დაწესებულებაში მყოფი კონკრეტული მსჯავრდებულების შესახებ, რომლებიც სხვა პატიმრებს აიძულებდნენ დამორჩილებოდნენ მათ მოთხოვნებს და  ციხის ადმინისტრაციის მფარველობით სარგებლობდნენ.  

2014-07-24 11:49 სრულად ნახვა

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ ახალი კანონის პროექტი მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ ახალი კანონის პროექტი. მისი ავტორი უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფია, ინიციატორი კი - საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი სესიაშვილი. დღეს მოქმედი მოძველებული კანონის ცვლილების სურვილი მისასალმებელია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ინიციატივა ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს და ვერ უზრუნველყოფს დასახული მიზნის - სახელმწიფო საიდუმლოების მარეგულირებელი ნორმების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიღწევას.

2014-07-23 15:04 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები 19 ივლისს თბილისში სომხურ ეკლესიასთან მომხდარი ინციდენტის თაობაზე ერთობლივ განცხადებას აკეთებენ

არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში სწავლობდა 2014 წლის 19 ივლისს ქალაქ თბილისის სურბ ეჩმიაძინის ეკლესიასთან მომხდარ ინციდენტს. შესწავლის დროს ჯგუფმა გამოიკითხა დაზარალებული პირები და რამდენიმე თავდამსხმელი, ასევე შეაფასა ვიდეო მასალა, რომელიც კონფლიქტის ამსახველ ეპიზოდებს აღწერს.

2014-07-22 16:07 სრულად ნახვა

საია პრემიის ოდენობის განსაზღვრის შესახებ მთავრობის დადგენილებას აფასებს

გვსურს გამოვეხმაუროთ პრემიის ოდენობის განსაზღვრის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებას. უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას,  რომ სამწუხაროდ აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობა არ მიმდინარეობდა ღიად. საია წლების განმავლობაში ამ საკითხზე მუშაობს და ვფიქრობთ, რომ შიდა თუ საერთაშოროსო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე მთავრობისთვის შეგვეძლო ღირებული რეკომედაციების მიწოდება.

2014-07-18 13:54 სრულად ნახვა

„საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს” მიმართვა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს

 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 17 ივლისის სხდომის დღის წესრიგში განსახილველ საკითხებს შორის განსაზღვრულია მივლინებულ მოსამართლეთა მივლინების ადგილის სასამართლოებში გადაყვანის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის შოთა გეწაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაყვანისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნის შესახებ  საკითხების განხილვა.

2014-07-17 12:50 სრულად ნახვა