სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ივანე მერაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება უნდა დაიწყოს

მედიით გავრცელებული და საიას სასამართლო მონიტორის (რომელიც უშუალოდ ესწრებოდა პროცესს) მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებულმა ივანე მერაბიშვილმა განაცხადა, რომ შაბათს, 14 დეკმბერს, უცნობმა პირებმა ის გაიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და მანქანაში ჩასვეს, თავზე გადააფარეს მოსაცმელი და  წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით.  

2013-12-17 08:33 სრულად ნახვა

საიამ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე UNESCO-ს მიმართა

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს  მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი, რომლის თანახმადაც ცვლილება შედის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში და მნიშვნელოვნად იცვლება ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის თაობაზე არსებული რეგულაცია. 

2013-12-17 05:49 სრულად ნახვა

საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ეხმაურება შპს „ენერჯი გრუპისათვის“ (რადიო ზენიტი) მინიჭებული რადიო მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მიმდინარე წარმოებას

რადიომაუწყებლობის სიხშირით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, 2013 წლის 26 აგვისტოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გამარჯვებულად გამოაცხადა და რადიომაუწყებლობის ლიცენზია მიანიჭა შპს „ენერჯი გრუპს.“ აღნიშნულ კონკურსში ასევე მონაწილეობდა შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“, რომელმაც სასამართლოში გაასაჩივრა კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება, როგორც კანონდარღვევით მიღებული და მოითხოვა ლიცენზიის შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთისთვის“ მიკუთვნება.  

2013-12-17 03:05 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადება მერებისა და გამგებლების არჩევის წესისა და უფლებამოსილების შესახებ

საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი „ადგილობრივი თვითმმართველობის“ კოდექსის პროექტით შემოთავაზებულია ისეთი მნიშვნელოვანი სიახლე, როგორიცაა გამგებლების (მერების) პირდაპირი წესით არჩევა, რაც, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩვენი ორგანიზაციების მოთხოვნას წარმოადგენდა. სამწუხაროდ, შემოთავაზებული კანონპრექტი ითვალისწინებს ნორმას, რომელიც არჩევითი მერებისა და გამგებლების ინსტიტუტის მნიშვნელობას ასუსტებს.  

2013-12-16 01:34 სრულად ნახვა

საია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში კონკურსების ჩატარების გადავადებას ეწინააღმდეგება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარლამენტს წერილობითი დასკვნა წარუდგინა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით. კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანია. საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეების მოვალეობის შემსრულებლებისათვის უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივებასა და შესაბამისად, ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსების ჩატარების ვადების გადაწევას, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს საჯარო სამსახურის სტაბილურობასა და ზოგადად, მის სამომავლო განვითარებას. პირველ რიგში, გვინდა უკმაყოფილება გამოვთქვათ აღნიშნული კანონპროექტის განხილვის დაჩქარებულ ტემპებთან დაკავშირებით.  

2013-12-12 05:53 სრულად ნახვა

მიმართვა საქართველოს პრემიერ მინისტრს

უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში, დღეისათვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის საბოლოო ვარიანტის შემუშავება და მისი შემდგომი განხორციელება წარმოადგენს. სწორედ საჯარო სამსახურის ბიუროს უფლება-მოვალეობებში შედის საჯარო სფეროში სამოქმედო სტანდარტების, ინსტრუქციების, სხვა მეთოდური და ნორმატიული დოკუმენტებისა და საკანონმდებლო წინადადებების პროექტების შემუშავება. ამას ემატება ბიუროს სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპეტენციები, განსაკუთრებით, თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი დეკლარაციების ჩაბარება და გამოქვეყნება, საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში მიღების, ატესტაციის, დაწინაურების, სამსახურიდან გათავისუფლების არსებული პრაქტიკის შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. ზოგადად, საჯარო სამსახურის ბიუროს ეფექტური, გამჭვირვალე და თანმიმდევრული საქმიანობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის საჯარო პოლიტიკაზე.  

2013-12-12 05:19 სრულად ნახვა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ რეპრესირებულთა შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ. ცვლილებებისა და დამატებების მიზანია, უზრუნველყოს საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა უფლებების ჯეროვანი აღიარება, დაცვა და პრაქტიკაში რეალიზაცია.  

2013-12-12 02:40 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრში სტაჟირების გავლის მსურველთა საყურადღებოდ!

საიას იურიდიული დახმარების ცენტრში ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპის (წერის შედეგები) სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით ცნობილი გახდება 2013 წლის 24 დეკემბერს, ხოლო სისხლის სამართლის მიმართულებით - 2013 წლის 31 დეკემბერს. აღნიშნული ინფორმაცია განთავსდება საიას ვებგვერდზე. 

2013-12-11 08:22 სრულად ნახვა

საია საქართველოს პროკურატურიდან თანამშრომელთა გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მომართა საქართველოს პროკურატურის რამდენიმე მაღალმა თანამდებობის პირმა, რომლებიც დაკავებული თანამდებობებიდან მთავარ პროკურორად ოთარ ფარცხალაძის დანიშვნის შემდეგ გათავისუფლდნენ. ისინი აღნიშნავენ, რომ მოსთხოვეს გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ მოთხოვნას ძირითადად მთავარი პროკურორის ახალი მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი აჟღერებდა, რომელიც თანამშრომლებს საკუთარ კაბინეტში იბარებდა და გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერას ითხოვდა. თუმცა, როგორც მომმართველები აღნიშნავენ, არცერთ მათგანს არ განუმარტავედნენ, თუ რა იყო მსგავსი მოთხოვნის მიზეზი.  

2013-12-11 07:19 სრულად ნახვა

ნოემბრის თვის წარმატებული საქმეები

საია-ს თბილისის ოფისის ადვოკატის დახმარებით პირი გათავისუფლდა 75 577 ლარის ოდენობით არასათანადო მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებისგან საია-ს ადვოკატი იცავდა თ.კ-ს და მისი შვილის ა.რ-ს ინტერესებს სამედიცინო დაწესებულების წინააღმდეგ დავაში. სამედიცინო დაწესებულება ითხოვდა თ.კ-ს დაკისრებოდა მისი მეუღლის მკურნალობის ხარჯები 75 577 ლარის ოდენობით და ამ მიზნით გაყიდულიყო აუქციონზე თ.კ-ს შვილის, ა.რ-ს უძრავი ქონება, რადგანაც მოსარჩელის (სამედიცინო დაწესებულება) მოსაზრებით ეს ქონება თვალთმაქცურად იქნა გადაფორმებული ა.რ-ს სახელზე.   

2013-12-11 03:43 სრულად ნახვა