სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

შსს-მ და ოთარ გვენეტაძემ საიას დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქისთვის მორალი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება იკისრეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საადვოკატო დახმარებას უწევდა მოქალაქე ეკა მათიაშვილს, რომელსაც 2011 წლის 3 იანვარს, ვეტერანთა აქციის ძალის გამოყენებით დაშლის დროს, შსს-ს თანამშრომელმა _ ოთარ გვენეტაძემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. საიას დახმარებით, ეკა მათიაშვილმა სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება. სარჩელი შეტანილი იყო როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე უშუალოდ ოთარ გვენეტაძის წინააღმდეგ. მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 10 000 ლარის გადახდას მოითხოვდა.

2011-04-27 13:54 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2011 წლის 26 აპრილის კომენტარს ეხმაურება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაკეთებულ კომენტარს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქმეზე _ ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ და მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ აუცილებლად უნდა მოხდეს აღნიშნული გადაწყვეტილების ადეკვატურად შეფასება და გათვალისწინება.

2011-04-27 13:25 სრულად ნახვა

რა მნიშვნელობა აქვს საქმეზე "ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ" ევროპის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას

2011 წლის 26 აპრილს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქმეზე _ ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ _ გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან და ყურადსაღებ გზავნილებს შეიცავს საქართველოს საგამოძიებო ორგანოების მისამართით. კერძოდ, გადაწყვეტილებაში პირდაპირ არის მითითებული, თუ როგორ უნდა განხორციელდეს იმ დანაშაულთა გამოძიება, რომელთა ჩადენაში, სავარაუდოდ, სახელმწიფო მოხელეები მონაწილეობენ, რათა გამოძიება კონვენციის მე-2 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს პასუხობდეს (ეფექტური გამოძიების წარმოება). ევროპის სასამართლომ საქმეში _ ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ _ დარღვეულად ცნო ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2 მუხლი, რადგან სანდრო გირგვლიანის გატაცებისა და გარდაცვალების ფაქტზე არ იყო ჩატარებული დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ობიექტური და სრულყოფილი გამოძიება.

2011-04-26 18:10 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ნახატებისა და პიესების კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა

21 აპრილს 14:00 საათზე ქალაქ გორში, სასტუმრო “ვიქტორიაში” აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა ნახატებისა და პიესების კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს.კონკურსი მოეწყო პროექტის “გენდერულ ძალადობასთან მიმართებაში იძულებით გადაადგილებულ პირთა ცნობიერების დონის ამაღლება, ინტეგრაცია და რეაბილიტაცია” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აშშ-ს საელჩო საქართველოში მხარდაჭერით.მოზარდებს საკუთარ ნახატებსა და პიესებში უნდა ეჩვენებინათ თუ როგორ აისახება ოჯახში ძალადობის შედეგად გამოვლენილი პრობლემები ადამიანების ფსიქიკაზე.კონკურსში გამარჯვებული ნახატების ავტორები არიან:1. მედეა ყირიმელი2. თამთა მერაბიშვილი3. თეონა რუსიტაშვილი4. ირაკლი მინაშვილიხოლო საუკეთესო პიესის ავტორია მანანა თარაშვილი.

2011-04-22 09:58 სრულად ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ საიას კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

2011 წლის 18 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საიას კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით.  საკონსტიტუციო სასამართლომ საიას სასარჩელო მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა.საკონსტიტუციო სასამართლომ დააკამაყოფილა საიას, ასევე ჯაბა ჯიშკარიანის, დაჩი ცაგურიას, სახალხო დამცველის და კონსერვატიული პარტიის მოთხოვნა  და ,,შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო დაწესებულების (მათ შორის პარლამენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობები) შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსში საპროტესტო აქციის ჩატარების ზოგადი აკრძალვა ძალადაკარგულად ცნო.სასამართლომ არ დააკმაყოფილა ,,შეკრებისა და მანიფესტაციის” შესახებ” კანონის მე-111 მუხლის ის დებულებები, რომლები არ აძლევენ საპროტესტო აქციის მცირერიცხოვან მონაწილეებს წინასწარი გაფრთხილების არსებობის მიუხედავად, მთლიანად ან ნაწილობრივ  მოახდინონ ტრანსპორტის სავალი ნაწილის ბლოკირება.

2011-04-18 12:06 სრულად ნახვა

დაფუძნდა კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“

გუშინ, 2011 წლის 13 აპრილს, კოალიციის 11 დამფუძნებელმა ორგანიზაციამ, კლუბ ”ფრონტლაინ ჯორჯიაში” ჩაატარა პრესკონფერენცია, რომელზეც საზოგადოებას ემცნო  კოალიციის შექმნის მიზანი და მისი სამომავლო საქმიანობები.კოალიციის შექმნის მიზანია, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ქვეყანაში მედია სფეროში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და პოზიტიური გავლენა მოახდინოს მედიის როლის გაძლიერებაში დემოკრატიის განვითარების პროცესში და მედიაგარემოს გაუმჯობესებაში.ამ მიზნების განსახორციელებლად კოალიციამ გამოხატა მზაობა, მიმართოს  ყველა ძალისხმევას  რათა გაუმჯობესდეს მედიის მარეგულირებელი კანონმდებლობა, განხორციელდეს მუდმივი  კონტროლი კანონის შესრულებაზე და დაცული იყოს ჟურნალისტთა უფლებები და მედიის ფინანსური დამოუკიდებლოება. კოალიციამ საზოგადოებას მისი საქმინობის უახლოესი ნაბიჯებიც გააცნო, რომელთა თანახმად ის აქტიურად იმუშვება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ”ბი-სი-ჯი”-სათვის დაკვეთილი საზოგადოებრივი აზრის შესაწვალის ამსახველი კველვის შედეგების შესაწავლაზე, რადგან საეჭვოა კვლევის შედეგების სარწმუნოობა.

2011-04-14 14:51 სრულად ნახვა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის ანგარიში საიას მიერ გავრცელებულ ფაქტებს დაეყრდნო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის ადამიანის უფლებათა ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს შეეხება, ინფორმაციის წყაროდ არაერთ საკითხთან მიმართებით მითითებულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. საია მოხარულია, რომ მის მიერ 2010 წლის განმავლობაში გავრცელებულმა ინფორმაციამ და მონაცემებმა ასახვა ჰპოვა ასეთ მნიშვნელოვან და კომპეტენტურ დოკუმენტში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული ანგარიშები და ნებისმიერი ინფორმაცია ეყრდნობა საქართველოს კანონმდებლობის განმარტებას და სანდო/ოფიციალური დოკუმენტაციის დეტალურ შესწავლას, შესაბამისად, სანდოობის მაღალი ხარისხით სარგებლობს, რაც, ვფიქრობთ, გახდა კიდეც იმის საფუძველი, რომ აღნიშნული მონაცემები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ ანგარიშში მოხვედრილიყო.

2011-04-13 10:29 სრულად ნახვა

ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი პირები არაადამიანურ პირობებში არიან

საია მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული მერაბ ჭიქაშვილის, აკაკი ჩიქოვანის და გიორგი ხარაბაძის დაკავების პირობები შსს #2 დროებითი მოთავსების იზოლატორში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევასა და არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას წარმოადგენს.ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, 2011 წლის 25 მარტს აქციაზე დაკავებული მერაბ ჭიქაშვილის, გიორგი ხარაბაძის და აკაკი ჩიქოვანისათვის ადმინისტრაციული სახდელის სახით პატიმრობის შეფარდების შემდეგ, სამივე მათგანი მოთავსებული იქნა შსს #2 დროებითი მოთავსების იზოლატორში. 10 დღიანი პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ აკაკი ჩიქოვანი 2011 წლის 4 აპრილს 17 საათსა და 30 წუთზე გათავისუფლდა, ხოლო, მერაბ ჭიქაშვილი და გიორგი ხარაბაძე 2011 წლის 14 აპრილამდე პატიმრობაში რჩებიან.

2011-04-07 10:17 სრულად ნახვა

შეკრებისა და მანიფესტაციის ფუნდამენტური უფლება კიდევ ერთხელ შეილახა!

2011 წლის 25 მარტს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაშალეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს წინ პატიმრების მხარდასაჭერად გამართული მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ბრალდებით დააკავეს აქციის შვიდი მონაწილე: გიორგი ბურჯანაძე, ვლადიმერ სადღობელაშვილი, მერაბ ჭიქაშვილი, ოთარ ბექაური, აკაკი ჩიქოვანი, ბესიკ ტაბატაძე და გიორგი ხარაბაძე.ჩვენ ვაპროტესტებთ აღნიშნულ ფაქტს. მიგვაჩნია, რომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება წარმოადგენდა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების და კანონის მოთხოვნათა უხეშ დარღვევას შემდეგ გარემოებათა გამო:1.    ინფორმაცია აქციის ჩატარების შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით იყო მიწოდებული ქალაქ თბილისის მერიისათვის;2.    გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა მოხდა ბუნებრივად, აქციის მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, ისიც დროის მცირე მონაკვეთით, რასაც ადასტურებს სასამართლოზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენება;3.    საპატრულო პოლიცია არ იყო უფლებამოსილი მოეთხოვა მანიფესტაციის დაშლა, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ადგილი ექნებოდა მონაწილეთა მხრირდან კანონის დარღვევას, ვინაიდან შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონის მე-111 მე-4 პუნქტის თანახმად, აღნიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივაა;4.    საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო პროცესის მსვლელობისას განაცხადეს, რომ ისინი არ დაინტერესებულან აქცია კანონიერი იყო თუ არა და ჰქონდათ თუ არა აქციაზე მყოფ ადამიანებს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის უფლება. მათივე განმარტებით, ისინი აქციაზე მისვლისთანავე შეუდგნენ აქციის დაშლას;5.    აქციის მონაწილეთა მხრიდან კანონის დარღვევის შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელს უნდა მოეთხოვა გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება - რაც არ მომხდარა და სამართალდამცავები ყოველგვარი მოწოდების გარეშე, ფიზიკური ძალის გამოყენებით შეუდგნენ აქციის მონაწილეების შევიწროვებას.შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს თმენის ვალდებულებას. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით,  მოძრაობის ხანმოკლე შეფერხება, თუნდაც პირთა მცირე ჯგუფის მიერ, არ იძლევა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლისა და მონაწილეთა დაკავების უფლებას.

2011-03-28 12:23 სრულად ნახვა

ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითებზე ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის მიერ, ევრაზიის პარტინორობის ფონდის, მხარდაჭერით 2011 წლის 19-20 მარტს, სტუდნეტ ჟუნრალისტებს ჩაურატდათ ტრენინგი თემაზე: ”ინფორმაციის თვისუფლება, ჟურნალისტური საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტი”.ტრენინგზე სტუნდენტ ჟურნალისტებს მიეწოდათ ინფორმაცია ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტებზე, მის როლზე ჟურნალისტურ საქმიანობაში, საიდუმელო ინფორმაციის კატეგორიებზე და ინფორმაციის გასაიდუმლოების წესსზე.მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით დღეს არსებულ პრაქტიკაზე და ნაკლოვანებებზე. მათ მიერშესრულებულ იქნა პრაქტიკული სავარჯიშოები, რომლებიც ტრენერების მიერ წინასაწრ იქნა მომზადებული რეალური პრაქტიკის გათვალისწინებით.

2011-03-22 07:58 სრულად ნახვა