სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბინადრობის ორ წლიანი ცენზი გაუქმდა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვნებზე ბინადრობის ორ წლიანი ცენზი გაუქმდა

2017-05-17 23:10 სრულად ნახვა

სააპელაციო სასამართლო: 2013 წლის 17 მაისს სახელმწიფომ შეკრების უფლების დაცვა ვერ შეძლო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაში მონაწილეთა სასარგებლოდ 12 500 ლარის გადახდა მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით.

2017-05-15 14:34 სრულად ნახვა

უკანონო მსჯავრდების გამო სახელმწიფოს ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს მთავარ პროკურატურას ვ.შ.-ს სასარგებლოდ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.

2017-05-04 12:42 სრულად ნახვა

სასამართლომ პირი ქმედუნარიანად აღიარა

მოქალაქეს, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ქმედითუუნაროდ იყო აღიარებული, საიას დახმარებით, თბილისის საქალაქო სასამრთლომ ქმედითუნარიანად აღიარა. შესაბამისად, მასზე დაკისრებული მეურვეობაც გაუქმდა.

2017-04-28 16:07 სრულად ნახვა

უკანონოდ განთავისუფლებულები სამსახურებში აღადგინეს

საია სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანების ინტერესების დაცვას განაგრძობს. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ანა სუბელიანისა და თამაზ ახობაძის სააპელაციო საჩივარი. 

2017-03-09 16:40 სრულად ნახვა

სასამართლომ ზვიად ჯანყარაშვილის სარჩელი ირაკლი კორძაიას წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა

სასამრთლომ ცილისწამებლური ფაქტების უარყოფის საქმეზე   ზვიად ჯანყარაშვილის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. დავა ეხებოდა ირაკლი კორძაიას მიერ ტელეკომპანია ,,იმედში“ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეზე გაკეთებულ კომენტარს. ირაკლი კორძაიას ინტერესებს სასამართლოში იცავდა საია.

2017-02-14 16:03 სრულად ნახვა

სახელმწიფო მორალურ ზიანს აანაზღაურებს

საიამ საქალაქო სასამართლოში წარმატებით დაასრულა საქმე პროკურატურის წინააღმდეგ, რის შედეგადაც სახელმწიფოს დაზარალებული მოქალაქისთვის  მორალური ზიანის გადახდა მოუწევს. 

2017-02-14 12:41 სრულად ნახვა

ყრუთა კავშირის პრეზიდენტის არჩევნების გაუქმებული შედეგები

ყრუთა კავშირის წევრმა, დ.დ.-მ ყრუთა კავშირს სასამართლო დავა მოუგო. მის ინტერესებს სასამართლოში საია-ს თბილისის ოფისი იცავდა. დავა შეეხებოდა 2015 წელს ყრუთა კავშირის არჩევნების შედეგების გაუქმებას.

2017-02-10 17:04 სრულად ნახვა

საიას სარჩელის საფუძველზე შსს-ს პერსონალური მონაცემების უვადოდ შენახვა აეკრძალა

2017 წლის 9 თებერვალს საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად სცნო შინაგან საქმეთა მინისტრის ის ბრძანება, რომელიც ამ უწყებას უფლებას აძლევდა უვადოდ შეენახა პერსონალური მონაცემი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ. თუ ადამიანმა უბილეთოდ იმგზავრა ტრანსპორტით, დაარღვია მოძრაობის წესები, პირველად მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, ჩაიდინა სხვა ადმინისტრაციული გადაცდომა და ამის გამო დაეკისრა ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა, ეს ინფორმაცია უვადოდ ინახებოდა შსს-ს ელექტრონულ ბაზაში, იმ შემთხვევაშიც კი თუ პირი გამართლდებოდა.

2017-02-09 15:20 სრულად ნახვა

სამხედრო სავალდებულო სამსახურში ყოფნის დროს დაზარალებულ პირს ზიანი აუნაზღაურდება და ყოველთვიურ სარჩოს მიიღებს

საია-ს თბილისის ოფისი იცავდა ერთი პირის ინტერესებს, რომელმაც 2012 წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურში ყოფნისას, ინსტრუქტაჟის ჩატარების დროს მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.  დაზიანების შედეგად, მას დასჭირდა არაერთი სამედიცინო მკურნალობა და დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (ზომიერად გამოხატული ფორმით). მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დაზიანება პირმა ინსტრუქტაჟის ჩამტარებელი ოფიცრის ბრალეული მოქმედების შედეგად მიიღო, თავდაცვის სამინისტრო უარს ეუბნებოდა მკურნალობის ხარჯების, მორალური ზიანის და ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურებაზე.

2017-01-20 10:28 სრულად ნახვა