სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

მკვლევარ/ანალიტიკოსი

უკან

საია აცხადებს კონკურსს პროექტის - „ყველაზე მოწყვლადი პირების და თემების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და ხელშეწყობა“ მკვლევარ/ანალიტიკოსის პოზიციაზე.

 

პროექტის მიზანია ყველაზე მოწყვლადი პირებისა და თემების უფლებების დაცვა და მყისიერი, ხელშესახები შედეგების მიღწევა

პროექტი დაფინანსებულიაპური მსოფლიოსთვის - პროტესტანტული განვითარების სამსახური“- მიერ (BFDW).

პროექტი გრძელდება  31.12.2020 წლამდე.

 

პროექტის მკვლევარ/ანალიტიკოსის ძირითადი ფუნქციები:  

- პროექტის ფარგლებში მონიტორინგის ანგარიშების შედგენა, კვლევების დაგეგმვვა და განხორციელება;

- კვლევაზე დაფუძნებული ანგარიშებისა და რეკომენდაციების შედგენა და ადვოკატირება; 

- რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების გამოსავლენად ანალიტიკური პროცესის დაგეგმვა და ინსტრუმენტების შემუშავება;  

- რეგიონებში გასავრცელებელი საინფორმაციო მასალის შემუშავებაში მონაწლეობა; 

- სოფლებში ვიზიტების დროს გამოვლენილი პრობლემების ანალიზი და რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიისა და გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა.

 

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

- უმაღლესი განათლება სამართალში;

- საქართველოს რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკურ (შრომითი, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი) განვითარებაზე სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა;

- ანალიტიკური და კვლევითი საქმიანობის გამოცდილება; 

- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;

- საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებში მუშაობის  გამოცდილება.

 

უნარ-ჩვევები:

- ანალიტიკური აზროვნების და წერის უნარი;

- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; 

- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

- ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 

- მაღალი შრომის დისციპლინა;

- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.

 

კონკურსის ეტაპები:

- განცხადების გადარჩევა - პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- გასაუბრება -  მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება. 

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.

საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას  შეფასდება  გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდება მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საკითხი

დასაქმებულის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე  კონკურსანტის პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018  წლის 14 თებერვალი, 18:00 საათი.

საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე 

ელ.ფოსტა - anitabidze@gyla.ge