სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

2011 წლის 9 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

2011-12-09 12:22
Featured image

საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, პრეზენტაცია და მრგვალ მაგიდა გაიმართა თემაზე: ,,დისციპლინური საქმის წარმოების სისტემა საჯარო სამსახურში (კანონმდებლობის  სტანდარტებისა და ფაქტობრივი მდგომარეობის მიმოხილვა)’’.

ღონისძიების მიზანი იყო, საჯარო სამსახურში დისციპლინური წარმოების, როგორც ერთ-ერთი კორუფციასაშიში სფეროს, საკანონმდებლო რეგულირებისა და არსებული პრაქტიკის შესწავლის შედეგების საზოგადოებისთვის გაცნობა. გარდა ამისა - საიას მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებზე მსჯელობა და მონაწილეების მოსაზრებების მოსმენა და გაზიარება.

საიას საქმიანობის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას  ანტიკორუფციული საქმიანობის განხორციელება წარმოადგენს. ამ მიმართულებით ის  საქართველოს იუსტიციის სამინისტროში არსებულ ანტიკორუფციულ საბჭოს წევრია, ასევე, ახორციელებს ანტიკორუფციულ მონიტორინგებს და მომზადებულ ანგარიშებს  ფართო საზოგადოებას წარუდგენს.

9 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო საზოგადოებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა, ასევე, აღნიშნულ თემაზე მომუშავე ექსპერტებმა.

ღონისძიება გაიმართა ,,ღია საზოგადოების ინსტიტუტისა’’  და ფონდი ”ღია საზოგადოება საქართველოს” მიერ დაფინანსებული პროექტის ,,გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა საქართველოში’’ ფარგლებში.