სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

28 სექტემბერი - ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე

2012-11-20 21:52
Featured image
28 სექტემბერს მსოფლიო ცოდნის უფლების, იგივე ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ინფორმაციის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც არ უნდა ირღვეოდეს.
 
ეს დღე 2002 წლის 28 სექტემბერს სოფიაში შეკრებილმა მსოფლიოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა საზეიმოდ დააარსეს. მას შემდეგ, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ყოველ 28 სექტემბერს, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ამ საერთაშორისო ფუნდამენტური უფლების პოპულარიზაცის მიზნით ფართოდ გამოიყენება ტელევიზიის, პრესის, რადიოსა და მასმედიის სხვა საშუალებები, იმართება სხვადასხვა სახის აქციები.
 
აღსანიშნავია, რომ 28 სექტემბერი საქართველოში 2005 წლიდან აღინიშნება, სხვადასხვა ღონისძიებებით, წლის განმავლობაში გამოკვეთილი პრობლემებითა და ამასთან დაკავშირებული კვლევების საზოგადოებისთვის გაცნობით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყოველწლიურად აღნიშნავს ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეს.