სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

„ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისათვის“

2011-12-13 12:42
Featured image

ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა სერიის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დაფუძნებულმა იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა ტრადიციულად,  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, გამართა ოლიმპიადა  სახელწოდებით: „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური  უფლებებისათვის“.

ოლიმპიდა,   ბოლო 5 წელია   საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით იმართება და ყოველთვის ემთხვევა საია-ს ტრადიციულ ღონისძიებას – „ადამინის უფლებათა დაცვის კვირეულს“. წელს ოლიმპიადას ფინანსური მხარდაჭერა გაუწია საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანულმა ფონდმა “IRZ”-მ.

წელს, ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო 8 გუნდმა, რომლებიც წარმოადგენდნენ  სხვადასხვა სასწავლებლის საბაკალავრო პროგრამის მე-2, მე-3 და მე- 4 კურსის სტუდენტებს.

ოლიმპიადას ხელმძღვანელობდა ჟიური, რომლის  შემადგენლობაშიც შედიოდნენ: საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები, დარგის სპეციალისტები, პროფესორ-მასწავლებლები და მოსამართლე გერმანიიდან.

9 დეკემბერს -  გაიმართა ოლიმპიადის შესარჩევი რაუნდები, რომლის შედეგადაც შეირჩნენ ნახევარფინალის გუნდები;
10 დეკემბერს – გაიმართა ნახევარფინალი, საიდანაც შეირჩა ფინალში მონაწილე გუნდები;
11 დეკემბერს – გაიმართა ფინალი და ოლომპიადა დაიხურა  საზეიმო ვითარებაში, სადაც მონაწილეები  დააჯილდოვა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.

დახურვის ღონისძიებაზე გამოცხადდა გამარჯვებული გუნდი, საუკეთესო მოსარჩელე, საუკეთესო მოპასუხე და საკონსტიტუციო სასამართლოს რჩეული. ფინანსურმა მხარდამჭერმა ორგანიზაციამ “IRZ” დაასახელა საუკეთესო მოთამაშე, რომელსაც გადაეცა მათ მიერ დაწესებული მთავარი პრიზი.

საუკეთესო გუნდად დასახელდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  გუნდი (ლევან მაისურაძე , გიორგი სულხანიშვილი და რევაზ სვანაძე),  საკონსტიტუციო სასამართლოს პრიზიორი გახდა თსუ–ს სტუდენტი ლევან  მაისურაძე, მან სასამართლოსგან საჩუქრები მიიღო, ასევე იგი 6 თვის  განმავლობაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის საკონსტიტუციო  სასამართლოში. საუკეთესო მოსარჩელედ ასევე დასახელდა ლევან მაისურაძე  ხოლო საუკეთესო მოპასუხედ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი ხატია რიგიშვილი. ფინანსურმა მხარდამჭერმა  ორგანიზაციამ “IRZ”–მ საუკეთესო მოთამაშედ ლევან მაისურაძე დაასახელა და  მთავარი პრიზი გადასცა – გამარჯვებული მომავალი წლის ზაფხულს გერმანიაში  გაემგზავრება.