სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ერთად დავგეგმოთ მშვიდობა - დისკუსია ზუგდიდში

2011-10-14 12:58
Featured image

2011 წლის 14 ოქტომბერს  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA),  მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტისა (CIPDD) და უსაფრთხო მსოფლიოს (Saferworld) ორგანიზებით ქ. ზუგდიდში, საჯარო დისკუსია გაიმართა თემაზე: რეგიონებში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მხარდაჭერა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობის გზით.

დისკუსიის ძირითადი მიზანი იყო, საშუალება მიეცა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, შესულიყო კონსტრუქციულ დიალოგში, როგორც ადგილობრივი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ერთობლივად დაგეგმილიყო პრობლემის  გადაჭრის გზები. პრობლემების იდენტიფიცირება განხორციელდა პროექტის პირველ ფაზაში წარმოებული სათემო კონსულტაციების საფუძველზე.

დისკუსია ხორციელდება გაერთიანებული სამეფოს კონფლიქტების მოგვარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რეგიონებში თემების შესაძლებლობების განვითარება, როგორც მდგრადი ადრეული გაფრთხილების, კონფლიქტის პრევენციისა და ადგილობრივი ანგარიშვალდებულების ინსტრუმენტის” ფარგლებში. ამავე სახის დისკუსიები გაიმართა სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, სამეგრელოსა და ქვემო ქართლში. დასკვნითი დისკუსია ჩატარდება თბილისში.

თითოეული დისკუსია ფოკუსირებული იქნება საკითხებზე რომელიც რეგიონის მოსახლეობის ნაწილის აზრით პრობლემატურია. საჯარო დისკუსიებს დაესწრებიან როგორც ადგილობრივი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, რეგიონების მოსახლეობა, მედია, ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.