სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია

2015-06-16 12:00
Featured image

16 ივნისს ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა რიგაში ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიშების პირველადი მიგნებები და პროექტის ფარგლებში მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტები წარადგინეს. საიას თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა ისაუბრა მართლმსაჯულების სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე და წარმოადგინა პროკურატურის რეფორმის თაობაზე მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტი. ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგს 6 არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდ "ღია საზოგადოება – საქართველოს" მხარდაჭერით ახორციელებს.

აღნიშნული ანგარიშის პრეზენტაცია ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა 2015 წლის 18 მაისს, რიგაში გამართეს.