სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ფილიპ ს. ჯესაფის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესები საერთაშორისო სამართალში

2011-10-19 09:00
Featured image

ჯესაფის სახლობის შეჯიბრის საქართველოს საორგანიზაციო ჯგუფი ეპატიჟება სამართლის სტუდენტებს იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად, რომლის საერთაშორისო რაუნდებიც გაიმართება ვაშინგტონში, აშშ, 2012 წლის გაზაფხულზე.

შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა 2-4 სტუდენტისაგან შემდგარი გუნდი, რომელიც ეროვნულ რეგისტრაციას გაივლის არაუგვიანეს 2011 წლის 1 ნოემბრისა.

შეჯიბრი ტარდება ინგლისურ ენაზე და მასში მონაწილეობა უფასოა.

ეროვნული რეგიტრაციისათვის დაუკავშირდით საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენელს - ანა ტაბიძე (მობილური 577 48 98 48; atabidze@yahoo.com )

დამატებით ინფორმაციას გაეცანით ვებგვერდზე: www.ilsa.org/jessup