სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კოალიციის მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი 2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით

2016-03-11 14:05
Featured image

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრს

ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

 

ბატონო პრემიერ-მინისტრო,

მოგმართავთ 2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის №623 დადგენილების თანახმად, შეიქმნა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის სამთავრობო კომისია, რომლის მიზანს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევა და საქართველოს მთავრობისათვის მათი წარდგენა წარმოადგენდა.  

კოალიციის მხრიდან დადებითად შეფასდა მთავრობის ინიციატივა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევა მომხდარიყო კომისიის მიერ, რისი ვალდებულება სახელმწიფოს საკანონმდებლო დონეზე არ გააჩნია.

ინიციატივა კოალიციის მიერ აღქმულ იქნა, როგორც მთავრობის პოზიცია, რომ ხელისუფლება აპირებდა გამჭვირვალე და სამართლიანი პროცესით, კანდიდატის მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაციის გათვალისწინებით, შერჩევას. ამგვარი გამოცდილება საქართველოში მანამდე არ ყოფილა, რაც უდავოდ მისასალმებელი ფაქტი გახლავთ.

როგორც მოგეხსენებათ, ზემოხსენებული დადგენილების თანახმად, კოალიციის წარმომადგენელმა, როგორც წევრმა, მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სამთავრობო კომისიის მუშაობაში.

კომისიის საქმიანობაში ჩვენმა უშუალო მონაწილეობამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი წევრების მიერ გაკეთებული შეფასებები ეფუძნებოდა არა დადგენილებით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან კანდიდატთა შესაბამისობის დადგენას, არამედ მიზნად ისახავდა წინასწარ განსაზღვრული კანდიდატების უპირობო მხარდაჭერას და მათ მთავრობისადმი წარსადგენ კანდიდატთა შორის მოხვედრის უზრუნველყოფას, რის გამოც მიგვაჩნია რომ ფაქტობრივად აზრი დაეკარგა კომისიის მუშაობას და მნიშვნელოვან ინიციატივას შინაარსი გამოეცალა. 

ამის თვალსაჩინო გამოვლინებაა ის ფაქტი, რომ საუკეთესო ქულების მქონე 5 კანდიდატს შორის ვერ მოხვდნენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე პირები, მაშინ, როცა მის შემადგენლობაში მოხვდა კანდიდატი, ვინც კომისიის შემადგენლობაში შემავალი არასახელისუფლებო პირების (სახალხო დამცველი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, კოალიციის წარმომადგენელი) მხრიდან უკიდურესად დაბალი შეფასებები დაიმსახურა.

კოალიცია, როგორც კომისიის წევრი მნშვნელოვნად თვლის ხსენებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს როგორც თქვენთვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვი.

ამავდროულად კოალიციას საჭიროდ მიაჩნია, გარდა ზემოხსენებულისა, გაგიზიაროთ საკუთარი მოსაზრებები იმ საჭიროებების, ხარვეზებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ, რომელიც პროცედურული თვალსაზრისით თან ახლდა ამ კონკურსს:

მიმართვის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ დოკუმენტში ან მიყევით ბმულს