სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის აცხადებს ტენდერს ვიდეო რგოლების და ვიზუალური მასალების დამზადებაზე

2024-01-30 16:40
Featured image

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის 2011 წლის 29 აპრილს შეიქმნა და 40 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. 

 

კოალიციის მიზანია ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების, პროფესიული და ბიზნეს ასოციაციებისა და მედიის წარმომადგენლების ძალისხმევის გაერთიანება დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების სისტემის შესაქმნელად.

კოალიციას 2023 წლიდან თავმჯდომარეობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

სატენდერო წინადადების გამოცხადების მიზანია, შევარჩიოთ იურიდიული/ფიზიკური პირები, რომელიც გაგვიწევს შემდეგ მოსახურებებს 

 

პრე-ფროდაქშენი: ბიუჯეტირება, ორიგინალური სცენარის შექმნა, ლოკაციის შერჩევა, ქოფირაითინგი (არსებული მასალის დამუშავება და კონტენტზე მორგება);  

ფროდაქშენი: ვიდეო კონტენტის შექმნა, აუდიო კონტენტის შექმნა; 

პოსტ-ფროდაქშენი: მონტაჟი, კორექცია, ფორმატის შერჩევა, ადაპტირებული ტიტრები.

 

სატენდერო წინადადებით გათვალისწნებულია:

 

9 ვიდეო რგოლის მომზადება (თითეულის ხანგძლიოვობა 1-5 წუთადე)  

5 სოცილური მედიის პოსტერი.

 

პროექტის ამოცანაა შექიმნას საინტერესო და დამაჯერებელი ვიდეო რგოლები, 1-დან 5 წუთამდე თითოეული, რათა ეფექტურად წარმოაჩინოს სასამართლოს როლი საზოგადოებაში. უპირველესი მიზანია წარმოაჩინოს სამართლიანი სასამართლო სისტემის მნიშვნელობა, რომელიც ხაზს უსვამს ძირითად პრინციპებს, როგორიცაა თანასწორობა, გამჭვირვალობა

და ანგარიშვალდებულება. მოლოდინი გვაქვს, რომ შემოთავაზებული იქნება დინამიურ სცენარები ჩვენს მიერ მოცემულ კონცეფციებზე დაყრდნობით. ასევე საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს გრაფიკული ელემენტების შეუფერხებლად ინტეგრირება ვიზუალური თხრობის გასაუმჯობესებლად. თითოეულ ვიდეოს უნდა ჰქონდეს ლაკონური, მაგრამ ყოვლისმომცველი ნარატივი, წაახალისოს მაყურებლის ჩართულობა, რათა გააცნობიეროს სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური როლი საზოგადოებაში სამართლიანობის განმტკიცებაში.

 

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორვ ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.

 

აუცილებელი მოთხოვნაა - წარმოადგინოთ: 

 

კომპანიის/ფიზ.  პირის პორტფოლიო; 

გუნდის წევრების რეზიუმე;

შესაბამისი ვიდეო პროექტების პორტფოლიო;

ხარჯთაღრიცხვა;

სამუშაოს შესრულების ვადები და წარმოების საორიენტაციო გრაფიკი.

 

 

წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

კომპანიის/ფიზიკური პირის გამოცდილება;

წინა ნამუშევრების ხარისხი და კრეატიულობა;

ხარჯების ეფექტურობა;

სამუშაოს შესრულების ვადები.

 

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინონ დოკუმენტები და სატენდერო წინადადება ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: GYLA@GYLA.GE . 

 

გთხოვთ, დასახელებაში მიუთითოთ „სატენდერო წინადადება - ვიდეო რგოლის დამზადება“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. 

 

ელექტრონული განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 10

თებერვალი 18:00 საათი.

 

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანიდადეტებს.