სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" ხვალ დედაქალაქში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება

2012-05-26 12:26
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ 2012 წლის 27 მაისს დედაქალაქში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება. დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.

ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარე მოვლენებს,რომლებიც 2012 წლის 27 მაისს დაგეგმილი აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება.

საია  და "სამართლიანი არჩევნები" იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება, სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები.