სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია გმობს მსჯავრდებულ კ.ბარათაშვილის მიმართ განმეორებით განხორციელებულ ზეწოლას

2011-12-06 14:28
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს გაავრცელა განცხადება მსჯავრდებულ კახა ბარათაშვილის მიმართ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში განხორციელებული ფიზიკური და ფსიქიკური ზეწოლის ფაქტზე. აღნიშნული განცხადებით საია ითხოვდა საქართველოს პროკურატურის მიერ დაწყებულიყო გამოძიება პატიმარ . ბარათაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე. ასევე, არ დამუქრებოდა საფრთხე მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

რამდენიმე საათის წინ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებულ . ბარათაშვილის მიმართ, რომელსაც .. 30 ნოემბერს ჩაუტარდა თირკმლის ოპერაცია იმავე დაწესებულებაში, წუხელ ღამით კვლავ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან, ასევე, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ მუქარას მისი ოჯახის წევრების მისამართით.

საია კიდევ ერთხელ გმობს პატიმრის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მით უფრო როდესაც აღნიშნულს ადგილი აქვს მსჯავრდებულთა და პატიმართა სამედიცინო დაწესებულებაში.

საია კიდევ ერთხელ მოუწოდებს:

-
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკ