სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა მიგრაციასთან დაკავშირებული კვლევების პრეზენტაცია გამართეს

2013-07-30 08:18
Featured image

2013 წლის 30 ივლისს, 15:00 საათზე,  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში მომზადებული კვლევების პრეზენტაცია გაიმართა. 

 
აღნიშნული კვლევები ეხება ბოლო პერიოდში საქართველოში მიგრაციული პროცესების მართვისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას. კერძოდ, კვლევების შედეგად გაანალიზებულია საქართველოს მიგრაციის სტრატეგია 2013-2015 წლებში, მიგრაციის მარეგულირებელი კანონმდებლობა, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებები, მიგრაციული პროცესების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებისა და საქართველოს მოქალაქეების რეადმისიის (საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება) საკითხები. 
 
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.  კვლევების პრეზენტაცია ტარდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.