სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ კონსტიტუციური კანონის პროექტებზე პარლამენტს დასკვნა წარუდგინა

2013-09-05 09:38
Featured image
ამა წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ იქნა სამი კონსტიტუციური კანონის პროექტი. მათთან დაკავშირებით საიამ თავისი მოსაზრებები თავიდანვე გააცნო საზოგადოებას. ორგანიზაცია აქტიურად იყო ჩართული კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვაში: მისი წარმომადგენლები ესწრებოდენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ჩატარებულ შეხვედრებს და ასოციაციის მოსაზრებებს აცნობდნენ საზოგადოებას. დღეს, განსახილველი კონსტიტუციური კანონის პროექტებთან დაკავშირებით საიამ ვრცელი წერილობითი დასკვნა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა. დასკვნაში დადებითადაა შეფასებული შემდეგი საკითხები: (1) პრემიერ-მინისტრისათვის პარლამენტის მოსაზრებების გაუთვალისწინებლად მისთვის სასურველი კანონის მიღების უფლების (ნდობის ნეგატიური ვოტუმი) ჩამორთმევა, ორმაგი მოქალაქეებისათვის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობების დაკავებაზე შეზღუდვის მოხსნა. საია უარყოფით შეფასებას აძლევს იმ ინიციატივებს, რომლებიც ითვალისწინებს: საბიჯეტო პროცესში პარლამენტისა და პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესუსტებასა და ბიუჯეტის პროექტის ჩაგდების გამო პარლამენტის დათხოვნის საფრთხის ქვეშ დაყენებას, კონსტიტუციური ცვლილებების მისაღებად საჭირო ხმათა რაოდენობის შემცირებასა და პროცედურის გამარტივება.
 

საიას დასკვნის ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია შემდეგი ბმულის მეშვეობით.