სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საჯარო დისკუსიაზე თემაზე - სჭირდება თუ არა საქართველოს ახალი კონსტიტუცია?

2009-12-04 11:55
Featured image
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი და სამოქალაქო სამართლის ჯგუფი გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე - სჭირდება თუ არა საქართველოს ახალი კონსტიტუცია?

ჩვენი საპატიო სტუმრები, ბატონი დავით უსუფაშვილი და ბატონი ავთანდილ დემეტრაშვილი სამოქალაქო სამართლის ჯგუფის სტუდენტებთან ერთად მიმოიხილავენ საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას, მისი შემუშავების ისტორიას და ახალი კონსტიტუციის კონტურებს. მსჯელობა გაიმართება იმაზე, თუ რა როლი ეკისრება ქვეყნის ძირითად კანონს  ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის და ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის ბალანსის შენარჩუნების  პროცესში, რამდენად ასრულებს მოქმედი კონსტიტუცია ამ მისიას და რა მექანიზმების გამოყენებით უზრუნველყოფს ამას ახალი კონსტიტუცია.

საჯარო დისკუსია გაიმართება შაბათს, 5 დეკემბერს, 15:00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში.