სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს ჩრდილოვანი ანგარიშების მოსამზადებელი სახელმძღვანელოს შესამუშავებლად ექსპერტის პოზიციაზე

2024-02-15 12:05
Featured image

საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 1994 წლიდან. ორგანიზაციის მიზანია ადამიანის უფლებების დაცვა, სამართლის უზენაესობა მხარდაჭერა და სამართლიანი გარემოს ფორმირება დემოკრატიული მექანიზმების გაუმჯობესების გზით.

2024 წლიდან საია ახორციელებს ევროკავშირის (ევროკომისია, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში) მიერ დაფინანსებულ პროექტს „სასამართლო რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის ხელშეწყობა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მრავალმხრივი ქმედებით ფასილიტაცია.” პროექტის მიზანია, სასამართლო სისტემის ხელმისაწვდომობის, დამოუკიდებლობის, გამჭირვალობის, მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა, მათ შორის, ჩრდილოვანი ანგარიშების ჩათვლით.

საექსპერტო სამუშაო:

ექსპერტმა უნდა შეიმუშაოს დამხმარე დოკუმენტი (სახელმძღვანელო) (ქართულ ენაზე), რომელიც დაეხმარება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, მოამზადონ ჩრდილოვანი ანგარიშები.

ჩრდილოვანი ანგარიშები არის საშუალება / მექანიზმი სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის, რათა შეავსონ და/ან წარმოადგინონ ალტერნატიული ინფორმაცია იმ ანგარიშებისთვის, რომლებიც სახელმწიფო უწყებებმა უნდა წარადგინონ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში, მაგ. გაერო, ევროპის საბჭო.

სახელმძღვანელო უნდა იყოს იმგვარი რესურსი, რომელიც, მათ შორის, მოიცავს ანგარიშის მომზადებისთვის საჭირო სტრატეგიას, წარმატებული ჩრდილოვანი მოხსენების მაგალითებს, დეტალურ შემთხვევებს და რესურსებს სხვადასხვა ავტორიტეტული წყაროებიდან. კერძოდ, სახელმძღვანელომ უნდა მოიცვას ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტები, როგორიცაა ჩრდილოვანი მოხსენების მიზანი და უპირატესობები, გამოყენებული მეთოდოლოგიები, მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის მეთოდები, ანგარიშის დაწერის ეფექტური ტექნიკა, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ანგარიშის ადვოკატირება და აუცილებელი შემდგომი აქტივობები.

სახელმძღვანელო უნდა იყოს მომხმარებლისთვის ადვილად გამოყენებადი.

საექსპერტო სამუშაოსთვის გათვალისწინებული ანაზღაურება დაიანგარიშება 8-10 საექსპერტო სამუშაო დღის მიხედვით.

 

დამხმარე დოკუმენტის მომზადების ვადები:

პირველადი ვერსიის წარმოდგენა: 20 მარტი, 2024;

სახელმძღვანელოზე მუშაობის დასრულება: 31 მარტი, 2024.

სამუშაო ფორმატი - დისტანციური.

 

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1. უმაღლესი განათლება;

2. ინგლისური ენის ცოდნა;

3. აკადემიური და კვლევითი მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.

 

უნარ-ჩვევები:

- სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.

- სამუშაოს ორგანიზების უნარი;

- მაღალი შრომის დისციპლინა;

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

- ავტობიოგრაფია/СV;

- მოკლე მიმოხილვა (ან სტრუქტურა) იმისა, თუ ექსპერტის შეხედულებით, რა საკითხებს უნდა მოიცავდეს შესამუშავებელი დოკუმენტი.

კონკურსის ეტაპები

· პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

· მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება;

ორგანიზაცია იტოვებს უფლებას კონკურსანტს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა ან დამატებითი გასაუბრება.

განაცხადის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

 

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 25 თებერვალი.

კონკურსით დაინტერესებულმა პირებმა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ მოთხოვნილი ინფორმაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: anitabidze@gyla.ge, 2024 წლის 25 თებერვლის ჩათვლით.

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.