სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სემინარი თემაზე “განაცხადთა წარდგენა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში

2006-05-07 20:00
Featured image

საქართველოს  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის ერთობლივი პროექტის “საადვოკატო უნარ-ჩვევათა გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში ჩატარდა სემინარი  პრაქტიკოსი ადვოკატებისათვის  თემაზე “განაცხადთა წარდგენა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში”. 

სემინარი ჩაატარეს პროფესორმა ბილ ბოურინგმა და ფილიპ ლიჩმა. ორივე მათგანი არის ადამიანის უფლებებში სპეციალიზირებული პრაქტიკოსი ადვოკატები. სემინარი ეძღვნებოდა  როგორც განაცხადის წარდგენისა და მისი დასაშვებობის  პროცედურების განხილვას, ისე კონვენციით გათვალისწინებული მთელი რიგი უფლებების მიმოხილვას. სემინარი იყო ინტერაქტიული ხასიათის, რის გამოც შესაძლებელი გახდა საქართველოს რეალობისათვის  დამახასიათებელი კონკრეტული მაგალითების განხილვა და შეფასება.

აღნიშნული სემინარის გავლის შემდეგ ადვოკატებს შეუძლიათ ევროსასამართლოში გასაგზავნი პოტენციური საქმეების სელექცია.