სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

თამარ ხიდაშელი საიას კიდევ ერთი წელი უხელმძღვანელებს

2009-11-22 15:54
Featured image

18 ნოემბერს შედგა საიას გამგეობის სხდომა, რომელიც XVI საერთო კრების შემდეგ პირველად ჩატარდა.

ტრადიციისამებრ, ნოემბრის გამგეობის მთავარი საკითხი თავმჯდომარის არჩევა გახლდათ.

საიას წესდების თანახმად ერთსა და იმავე პირს გამგეობა თავმჯდომარედ ირჩევს მხოლოდ ორჯერ ზედიზედ.

გამგეობის ხმათა უმრავლესობის თანახმად, საიას თავმჯდომარე კვლავ თამარ ხიდაშელი გახდა, ხოლო თავმჯდომარეს მოადგილედ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთევან ბებიაშვილი აირჩიეს.