სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ტრენინგი

2012-05-30 11:15
Featured image

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი თემები:

 

- ადგილობრივი თვითმმართველობის კონსტიტუციური საფუძველი

- ადგილობრივი თვითმმართველობისა და ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილების გამიჯვნა

- საკუთრების გამიჯვნა

- უფლებამოსილების დელეგირების ფარგლები

- რწმუნებულის ინსტიტუტის შეთავსება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან

- საკრებულოსა და გამგეობა/მერის უფლებამოსილების გამიჯვნა და მონაწილეობის უფლება

- ადგილობრივი ბიუჯეტი

ტრენინგს წარუძღვებიან მაღალკვალიფიციური ექსპერტები ადგილობრივი თვითმართველობის საკითხებში.

ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული “პროგრამის მონაწილის ანკეტა” და გადმოაგზავნონ არაუგვიანეს 8 ივნისის 18 საათისა,  ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე:  metreveli@gyla.ge

მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია და პრეტენდენტები შეირჩევიან შევსებული კითხვარის განხილვის შედეგად.

ტრენინგში მონაწილე ჟურნალისტებისათვის უზრუნველყოფილი იქნება მგზავრობის, ცხოვრებისა და კვების ხარჯების დაფარვა ორგანიზატორების მიერ.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებზე გაიცემა სერტიფიკატები.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.

საკონტაქტო პირი:

თამარ მეტრეველი metreveli@gyla.ge  599 51 00 63