სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ტრენინგი აჭარაში მოქმედი არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ახალგაზრდა იურისტებისათვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან დაკავშირებით

2011-06-07 14:03
Featured image

ტრენინგის ენას წარმოადგენს ქართული და მისი  ხანგრძლივობაა 3 დღეტრენინგში მონაწილეობა უფასოა.
წარმატებული მონაწილეები მიიღებენ ტრენინგში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
ტრენინგის ჩატარების ადგილიასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალი. ბათუმი, გორგასლის . #89
ტრენინგს წაუძღვებიან  - კონსტანტინე კორკელია და - ბესარიონ ბოხაშვილი.
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ავტობიოგრაფია (CV), საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ltic@gyla.ge

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის 21 ივნისი.
განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვისაც ადრე მონაწილეობა არ მიუღია ანალოგიურ ტრენინგში.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონზე 93 61 01 (147; 125)
საკონტაქტო პირი: მარი აბულაძე, თამარ მეტრეველი