სიახლეები
19 და 20 ივნისს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) წარმომადგენლები ვენეციის კომისიის სხდომებს დაესწრებიან, სადაც „პროკურატურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილება. ცვლილებების პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არის ინიცირებული. ვენეციის კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი იქნება 30-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ კოალიციის ,,დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ ფარგლებში შემუშავებული მოსაზრებები.
გააზიარე: